წყლის ორთქლი ადრეულ სამყაროში

ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა, მკვლევარ Paul van der Werf -ის ეგიდით(Leiden University, ჰოლანდია), აღმოაჩინა, რომ ადრეული სამყაროს შავი ხვრელი მტვრისა და გაზების ფართე დისკოთია გარსშემორტყმული, რომელშიც აქტიურად და სწრაფად ფორმირდებიან ვარსკვლავები.

 

წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი სამყაროში

ასტრონომთა ორმა ჯგუფმა აღმოაჩინა წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი, აქამდე აღმოჩენილთა შორის სამყაროში. წყალი, ექვივალენტური 140 ტრილიონი დედამიწის წყლის საფარისა, გიგანტური შავი ხვრელის გარშემოა თავმოყრილი. ხვრელი დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარის ცენტრში მდებარეობს.

 

სამყაროს 3D რუკა

  კოსმოსის ყველაზე კაშკაშა ობიექტების საშუალებით გაკეთდა აქამდე არსებულთა შორის ყველაზე ზუსტი, სამყაროს სამგანზომილებიანი რუქა.

წითელი წანაცვლება

გალაქტიკების სპექტრში არსებული წითელი წანაცვლებით ხდება ამ გალაქტიკებამდე მანძილის დადგენა. რაც უფრო ძლიერია წანაცვლება მით უფრო შორსაა გალაქტიკა. მანძილის დადგენის ეს მეთოდი ეფუძნება დოპლერის ეფექტს(ნახეთ მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე).

 

კოსმოსური სიმების კვალი

  გალაქტიკაზე ათასჯერ უფრო გრძელი უცნაური სტრუქტურის კვალი აღმოაჩინეს რობერტ პოლტისმა და დეიან სტოიკოვიჩმა ბუფალოს უნივერსიტეტიდან(UB).

ბნელი მატერია

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მატერია ძალიან უცნაური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. თანამედროვე შეფასებით ეს მატერია სამყაროს 23-25% იკავებს, 70-73% ბნელ ენერგიაზე მოდის და მხოლოდ 4-5% ჩვეულებრივ მატერიაზე, რომლისგანაც შევდგებით ჩვენც და ყველაფერი ხილული სამყაროდან. იდეა ბნელ მატერიაზე მაშინ გაჩნდა, როცა ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკებში ნივთიერების ნაკლებობა, რომლის ზემოქმედება მაინც იგრძნობოდა, ანუ მიზიდულობის ძალებს აძლიერებდა რაღაც დამალული მასა.