კოორდინატთა გალაქტიკური სისტემა ეს არის ციურ კოორდინატთა სისტემა, ათვლის წერტილით ჩვენი მზე, შეფარდებული ირმის ნახტომის(ანუ ჩვენი გალაქტიკის) ცენტრთან. გალაქტიკურ კოორდინატთა სისტემის სიბრტყე გალაქტიკურ სიბრტყეს ემთხვევა. როგორც გეოგრაფიულ კოორდინატებს, გალაქტიკურ კოორდინატებსაც გააჩნიათ განედები და გრძედები.
Search Results for: ირმის ნახტომი
ჩვენი გალაქტიკის მადა და სლოანის ტელესკოპი
აღმოჩნდა, რომ ჩვენს გალაქტიკას საკმაოდ კარგი მადა აქვს! ირმის ნახტომი პატარა გალაქტიკებსა და ვარსკვლავურ გროვებს რეგულარულად „მიირთმევს“. მისი გრავიტაციული ზეგავლენის ქვეშ რაც უფრო ღრმად ექცევიან ისინი, მით უფრო ღრმად შედიან გალაქტიკის შიგნით. ამ „ღორმულცელობას“ თავისი დადებითი მხარეც აქვს – ყველა შთანთქმული ვარსკვლავი ჩვენი გალქტიკის ნაწილი ხდება.
კიდევ ერთი ხვრელი
ირმის ნახტომის ფარგლებში ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს. უფრო სწორად მისი ელვარე რენტგენული ნათება(NASA).
უცნაური გამოსხივება გალაქტიკის ცენტრიდან
უცნაური გამოსხივება, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრიდან მოდის შესაძლებელია იქ ბნელი მატერიის არსებობის ნიშანი იყოს, მატერიისა, რომელზეც, როგორც მეცნიერები თვლიან, ჩვენი სამყაროს მასის მეტი ნაწილი მოდის.
ჩვენი გალაქტიკური ჯგუფის ტყუპისცალი
კვლევების თანახმად, რომლებიც საერთაშორისო ასტრონომული კავშირის გენერალურ ასამბლეაზე წარმოადგინეს პეკინში, აღმოჩენილ იქნა გალაქტიკათა ჯგუფი, რომელიც ჩვენი ირმის ნახტომისას ჰგავს.
გაურკვევლობა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში
მკვლევართა ჯგუფმა ირმის ნახტომის ცენტრის უცნაური ინგრედიენტები აღმოაჩინა, ცენტრალური მოლეკულური რეგონის კვლევის დროს.
ბნელი მატერია მზის გარშემო
ციურიხის უნივერსიტეტის ასტრონომებმა უხილავი ბნელი მატერიის დიდი რაოდენობა ჩვენი მნათობის გარშემო აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ამტკიცებს თეორიას იმის შესახებ, რომ გალაქტიკა ირმის ნახტომი შემოფარგლულია უზარმაზარი ჰალოთი, რომელიც ბნელი მატერიისგან შედგება.
გალაქტიკების გროვა ჰიდრაში
ამ კოსმოსური ფოტოს წინა პლანზე ირმის ნახტომის ორი ვარსკვლავი ჩანს.
ჩვენი გალაქტიკის მილიარდობით ვარსკვლავი
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ირმის ნახტომის ფოტო, რომელშიც მილიარდზე მეტი ცალკეული ვარსკვკლავის გარჩევაა შესაძლებელი. გამოსახულება მანჩესტერში ასტრონომიის ნაციონალურ კონფერენციაზე 2012 წლის 28 მარტს წარმოადგინეს, იუწყება ედინბურგის უნივერსიტეტის საიტი. მთლიანი გამოსახულებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.