რეგული და წითელი პლანეტა

ლომის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი, რეგული, და პლანეტა მარსი, შესანიშნავი ფერადი წყვილი. ისინი ამ ეფექტურ ფოტოზე ზედ ჰორიზონტის თავზე მოჩანან.

 

 

იუპიტერის მიგრაცია

 ფრანგი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი კვლევით მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, უნდა მიახლოებოდა მზეს, სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე, სანამ დაბრუნდებოდა იქ, სადაც ახლა იმყოფება.

პლაზმის კოლოსალური ამონაფრქვევი

8-9 ივნისს დედამიწამდე მოაღწევს უნიკალური კორონალური ამონაფრქვევი, რომელიც მზეზე 2011 წლის 7 ივნისსმოხდა. ამასთან ერთად მნათობის მკვლევარები მზის გვირგვინში აღმოჩენილ ახალ დეტალებზე საუბრობენ.

 

ზემკვრივი ეკზოპლანეტა

  ასტრონომებმა პლანეტა კიბოს 55 e-ს(55 Cancri e) მონაცემები განსაზღვრეს. ის არის მეცნიერებისთვის ცნობილ ეკზოპლანეტათ შორის ყველაზე მკვრივი. 55 Cancri e ბრუნავს ვარსკვლავ 55 Cancri-ეს გარშემო, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლითაა დაშორებული.

ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის

გაზური გიგანტი სატურნი და მისი ერთ-ერთი თანამგზავრი ენცელადი დაკავშირებულნი არიან ელექტრონების ნაკადებით, რომლებიც ამ ციური სხეულების ორივე მხარეს მოძრაობენ. ასეთი დასკვნები წარმოადგინეს მეცნიერებმა ჟურნალ Nature-ში.

 

ახალმა ჰიპოთეზამ ტიტანი კრიოვულკანების გარეშე დატოვა

მეცნიერებმა სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე კრიოვულკანების არსებობა უარყვეს – მათ წარმოადგინეს ახალი ახსნა ტიტანის ზედაპირზე არსებული „საეჭვო“ ლანდშაფტებისა, რომლებსაც აქამდე აქტიურ ვულკანურ პროცესებს უკავშირებდნენ( Icarus; Space.com.).

 

ურანი

საშუალო დაშორება მზიდან – 2 871 მლნ. კმ
დიამეტრი – 51 118 კმ
ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე – 6,81 კმ/წმ
ერთი ბრუნი მზის გარშემო – 84 წელი
თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 9,0 მ/წმ2
მეორე კოსმოსური სიჩქარე: 21,4 კმ/წმ
ტრიალის მიმართულება: საწინააღმდეგო
ზედაპირის ტემპერატურა: -220°С
ღერძის გარშემო ერთი ბრუნი: 17 სთ 14 წთ 
დედამიწიდან დაშორება: 2,6 დან 3,2 მლრდ.კმ

გაზაფხულის წვიმა ტიტანზე

(ტიტანი და დიონა)ტიტანის ერთ-ერთმა ეკვატორულმა შტორმმა გიგანტური ისრის ფორმა მიიღო, ისარი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. „ისრის“ სიგრძე 1200 კილომეტრია, თითოეული „ფრთის“ სიგრძე, რომლებიც სამხრეთის და ჩრდილოეთისკენაა მიმართული სიგრძით 1500 კილომეტრ აღწევს. ეს უცნაური ფორმის ღრუბლების სისტემა კადრში 2010 წლის სექტემბერს მოხვდა(NASA/JPL/SSI).