გაქცეული ვარსკვლავი გველისმჭერის ძეტა

  ნასას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც თავის ძველ კომპანიონს გაექცა. ის მაღალი სიჩქარით მოძრაობს გაზისა და მტვრის ვარსკვლავურ ღრუბელში და რკალის მაგვარ ტალღას წარმოქმნის(ყვითელი რკალი ფოტოზე).

დამალული მასა

 გამოკვლევის ავტორებმა გამოიყენეს ობსერვატორია Keck-ის(ჰავაი) ტელესკოპი და დაადგინეს, რომ სამყაროში ვარსკვლავების საერთო რიცხვი, როგორც ჩანს, სამჯერ მეტია იმაზე რამდენიც აქამდე ეგონათ.

გალაქტიკის ნარჩენები

 

მეცნიერებმა პოტსდამის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან ჩვენს გალაქტიკაში აღმოაჩინეს სხვა უფრო მცირე, მეზობელი გალაქტიკის ნარჩენები. აღმოჩენილ ვარსკვლავთა ჯგუფს მერწყულის ნაკადი უწოდეს.

 

როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას

ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად  WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.

ვარსკვლავი

ვარსკვლავი — ციური სხეული, რომელშიც მიდის, მიდიოდა ან წავა თერმობირთვული რეაქციები. მზეც ტიპიური ვარსკვლავია. ვარსკვლავები წარმოადგენენ მასიურ, კაშკაშა გაზის(პლაზმურ) სფეროებს. წარმოიქმნებიან გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად. გაზების ტემპერატურა მათ სიღრმეებში მილიონობით, ხოლო ზედაპირზე ათასეულობით გრადუსია. ვარსკვლავების ენერგიის წყარო ძირითადათ თერმობირთვული რეაქციებია, ბირთვში ხდება წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნა მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე, ასეთი პირობები ძალიან დიდი მასის ცენტრზე დაწოლით მიიღება. ვარსკვლავებს სამყაროს მთავარ შემადგენელ სხეულებს უწოდებენ, რადგან მათში თავმოყრილია კოსმოსის მანათობელ ნივთიერებათა ძირითადი მასა.