მილიარდობით ეკზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში

 ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ უნდა არსებობდნენ მილიარდობით სიცოცხლისათვის თავსებადი კლდოვანი სტრუქტურის პლანეტები, მკრთალი წითელი ვარსკვლავების გარშემო.

როგორ კვდებიან ვარსკვლავები

თერმობირთვული საწვავის ამოწურვასთნ ერთად, ვარსკვლავის სიღრმეები ”ცივდება” და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას გრავიტაციულ შეკუმშვას. ვარსკვლავი კოლაფსირებს, ანუ მისი შემადგენელი მატერია ცენრტისკენ იწყებს ვარდნას. ამ დროს ვარსკვლავი ან ზეახლად ინთება ან განსხვავებული პროცესებით ამთავრებს სიცოცხლეს.

პირველი ვარსკვლავები

  ჯერ კიდევ 20 წლის წინ 7 მილიარდ წელზე უფრო ხნიერი გალაქტიკების ძალიან მცირე რაოდენობა იყო ცნობილი(ეს ზღვარი შეესაბამება კოსმოლოგიურ წითელ წანაცვლებას, რომელიც აჭარბებს ერთს). ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობდა კიდეც, უფრო ძველი ვარსკვლავური გროვები(გალაქტიკები) გაცილებით მეტი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ კოსმოსში.

როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?

ცალკეული ვარსკვლავების  და მზის ასაკის შეფასება ხდება ვარსკვლავების აღნაგობისა და ევოლუციის თეორიაზე დაყრდნობით. ამ თეორიის თანახმად, ვარსკვლავები გრავიტაციული ენერგიის(ძლიერი შეკუმშვა) და თერმობირთვული ენერგიის(მაღალი ტემპერატურა) ხარჯზე ანათებენ(ევოლუცის სხვა და სხვა ეტაპზე ამ ორი ენერგიიდან ხან ერთი დომინირებს ხან მეორე).

 

ორმზიანი პლანეტის შავი ხეები

ახალი გამოკვლევის თანახმად, დედამიწის ტიპის ეკზოპლანეტებზე, რამდენიმე ვარსკვლავით, შესაძლებელია გაიზარდონ შავი ან რუხი ხეები და ბუჩქნარები. მცენარეთა ფერი სინათლის თავისებურებებით არის განპირობებული, სინათლით გამოწვეული ფოტოსინთეზი მზის სინათლეს ენერგიად გარდაქმნის.

ზეახალი ვარსკვლავი

  მზეზე რამდენიმეჯერ დიდი ვარსკვლავები ევოლუციას კატასტროფული აფეთქებით ამთავრებენ. “ზეახალი” ეწოდათ იმის გამო, რომ ისინი ანთების დროს გაცილებით ძლიერად ანათებენ ვიდრე ე.წ. “ახალი ვარსკვლავები”. სინამდვილეში არც ერთი და არც მეორე ტიპის ვარსკვლავები არ წარმოადგენენ ფიზიკურად ახალ ვასრკვლავებს, ინთებიან უკვე არსებული ვარსკვლავები.