11,7 დან 11,3 მდე მილიარდი წლის წინათ პირველადმა ჰელიუმმა განიცადა ძლიერი გაცხელება, რამაც მას ელექტრონები დააკარგვინა. რეზულტატად გაძნელდა გალაქტიკათშორისი გაზის კოლაფსი(შეკუმშვა, ერთ ადგილზე თავმოყრა) და მილიარდი წელი შეფერხდა მცირე გალაქტიკების ფორმირება.
რელიქტური გამოსხივების რუქა(WMAP). მიკროტალღური, სამყაროს ფონური გამოსხივების ანალიზის დროს ასტრონომებმა გამოუცნობი ე.წ. ”ბნელი დინება” აღმოაჩინეს. სპეციალისტთა აზრით ეს შეიძლება სხვა სამყაროს არსებობაზე მიუთითებდეს.

