ბოლიდი(ბერძნულიდან – შუბი) – არის მაღალი სიკაშკაშის მეტეორიტი(ვენერაზე უფრო კაშკაშა). საერთაშორისო ასტრონომულ კავშირს არ გააჩნია ოფიციალურად დადასტურებული განმარტება.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ბოლიდი(ბერძნულიდან – შუბი) – არის მაღალი სიკაშკაშის მეტეორიტი(ვენერაზე უფრო კაშკაშა). საერთაშორისო ასტრონომულ კავშირს არ გააჩნია ოფიციალურად დადასტურებული განმარტება.
უცხოპლანეტელთა შემოჭრა, ნიბირუ- პლანეტა-X, ცვლილებები მზეზე, პოლუსების გადაადგილება, სუპერ ვულკანი, მესამე მსოფლიო ომი, გლობალური ტერორიზმი, ნავთობის მარაგების ამოწურვა, ფუტკრების განადგურება(გაურკვეველი მიზეზის გამო მასიურად დაიწყეს კვდომა “მუშა” ფუტკრებმა, ანუ აღარ მოხდება ძალიან ბევრი მცენარის დამტვერვა), ეკოლოგიური კატასტროფა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ემუქრება კაცობრიობას.
ტუნგუსკის მეტეოროიდი, ან მეტეორიტი(ტუნგუსკის ფენომენი) – ჰიპოთეტური სხეული, უფრო კომეტური წარმოშობის, რომელმაც, სავარაუდოდ, მდინარე „პოდკამენნაია ტუნგუსკას“ რეგიონში 1908 წელის 17(30) ივნისს , 7 სთ. 14,5±0,8 წთ. ადგილობრივი დროით(0 სთ. 14,5 წთ. გრინვიჩით) საჰაერო აფეთქება გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრე შეფასდა როგორც 10-50 მეგატონა, რაც უძლიერესი წყალბადის ბომბის ენერგიას შეესაბამება(ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბი, რომელიც სსრკ ააფეთქა, 20 ტონას იწონიდა, ხოლო აფეთქების სიმძლავრე 50 მეგატონაიყო).
მიმდევრობა ზომების მიხედვით(პატარადან): პლუტონი,მერკური,მარსი,ვენერა,დედამიწა,ნეპტუნი,ურანი,სატურნი,იუპიტერი(დედამიწა მეხუთეა).
კოსმოსში არანაირი ხმა არ ვრცელდება, ბგერის გასავრცელებლად, რომელიც მექნიკურ რხევას წარმოადგენს საჭიროა გარემო, რომელშიც ამ რხევების ტალღა გავრცელდება. ღია კოსმოსში კი საქმე გვაქვს ვაკუუმთან, რომელშიც არანაირი ბგერა არ ვრცელდება. კოსმოსურ სადგურს გარეთ მყოფ ასტრონავტთან კავშირი მხოლოდ რაციითაა შესაძლებელი. რადიოგადამცემი ასხივებს ბგერებით მოდულირებულ რადიოტალღებს, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გასავრცელებლად გარემო არ ჭირდება, პირიქით ვაკუუმში ის კიდევ უფრო დაუბრკოლებლად ვრცელდება.
ყინული მთვარეზე?
ინდური თანამგზავრი ”ჩანდრაიან 1” ნასას LRO, რომელიც მთვარის ორბიტაზე იმყოფებიან, აღმოაჩინა 40-ზე მეტი კრატერი ყინულით ფსკერზე.
გამოიყენა რა (ქ)კვანტური წარმოდგენები ბირთვის გარშემო მბრუნავი ელექტრონის(ელემენტარულ ნაწილაკებს, მათ შორის ელექტრონსაც აქვთ ორმაგი ბუნება, მატერიალური და ტალღური) მიმართ, ბორმა საფუძვლად დაუდო თავის თეორიას მაშინდელი დროისთვის თამამი ვარაუდები, ანუ პოსტულატები.
წითელი წანაცვლება არის მასხივებელი წყაროს სპექტრულ ხაზში შემავალი ტალღების სიგრძის ზრდა(ხაზების წანაცვლება სპექტრის წითელი ნაწილისკენ) ეტალონური გამოსხივების წყაროს სპექტრთან შედარებით. არსებობს ორი მექანიზმი, რომლებიც წითელ წანაცვლებას იწვევენ(ან ორივე ერთად).
ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.