ტელესკოპი PS1 აღჭურვილია პატარა, 1,8 მეტრიანი სარკით, სამაგიეროდ მას აქვს ყველაზე მაღალი გარჩევადობის ციფრული კამერა და ცის დიდ მონაკვეთზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ტელესკოპი PS1 აღჭურვილია პატარა, 1,8 მეტრიანი სარკით, სამაგიეროდ მას აქვს ყველაზე მაღალი გარჩევადობის ციფრული კამერა და ცის დიდ მონაკვეთზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.
დოკუმენტალურად დადასტურებული კვლევა ცხოველების ანომალური ქმედებების შესახებ მიწისძვრის წინ, წარმოადგინეს მეცნიერებმა ბრიტანეთის ღია და ოქსფორდის უნივერსიტეტებიდან.
სურათი გადაღებულია კოსმოსური ობსერვატორია ჰაბლის საშუალებით(HUBBLE). ამ უცნაური ფორმის გალაქტიკას „ჰოაგის ობიექტი“ ქვია( Hoag’s Object). ის გველის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ეს გალაქტიკა წარმოადგენს თითქმის იდეალურ წრეს ცისფერი ვარსკვლავებით, რომელიც ყვითელ ბირთვსაა გარშემორტყმული. ზომით 100 ათასი სინათლის წლისაა. გარსში ცისფერი, მასიური ვარსკვლავები დომინირებენ, ბირთვი კი ძირითადათ ხნიერი, ყვითელი ვარსკვლავებისაგან არის შედგენილი. გარე წრესა და ბირთვს შორის არსებულ სივრცეში შესაძლებელია არის ვარსკვლავთგროვები, ალბათ ძალიან მკრთალი, რის გამოც ისინი არ ჩანან.
ყველაზე ცივები
ყველამ იცის, რომ კოსმოსში ძალიან ცივა – თუმცა არა ყველგან.
ამერიკელებმა და ბრიტანელებმა დაიწყეს ვარსკვლავთმფრენის კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც შეძლებს 50-100 წლის განმავლობაში მიაღწიოს მზესთან ახლოს მყოფ ვარსკვლავებამდე. ასეთი ვადები იმიტომ აირჩიეს, რომ ხომალდის შემქმნელებს მცირე შანსი მაინც ჰქონდეთ, სანამ ცოცხლები იქნებიან, მიიღონ სიგნალი შორეულ ვარსკვლავთან მიღწევის შესახებ.
პროექტ “იკარუსის” შექმნაზე ამერიკელი მეცნიერების არაკომერციული ჯგუფი Tau Zero Foundation-ი მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი არის ცნობილი ფიზიკოსი მარკ მილისი. ადრე ის მოწინავე კოსმოსური ძრავების კონცეფციაზე მუშაობდა ნასაში. პროექტში აგრეთვე მონაწილეობენ ბრიტანეთის საპლანეტათშორისო საზოგადოების წევრები(British Interplanetary Society — BIS).
სიმების თეორიის სხვა და სხვა ვერსიები პრეტენზიას აცხადებენ თავიანთ უნივერსალურობაზე სამყაროს აგებულების აღქმის საქმეში.
11,7 დან 11,3 მდე მილიარდი წლის წინათ პირველადმა ჰელიუმმა განიცადა ძლიერი გაცხელება, რამაც მას ელექტრონები დააკარგვინა. რეზულტატად გაძნელდა გალაქტიკათშორისი გაზის კოლაფსი(შეკუმშვა, ერთ ადგილზე თავმოყრა) და მილიარდი წელი შეფერხდა მცირე გალაქტიკების ფორმირება.
რა დაემართა ფოტოზე გამოსახულ გალაქტიკურ გროვას? ამის გასარკვევად მარტო კოსმოსური ობსერვატორია ჰაბლით გადაღებული ფოტოები არ კმარა, აუცილებელია კომპიუტერული მოდელირების დახმარებაც. სურათზე ყოველი გადღაბნილი ყვითელი ლაქა ჩვეულებრივი გალაქტიკაა. ეს გალაქტიკები Abel 1689-ის უკან მდებარე, ფონური გალაქტიკებია, უმრავლესობა უცნაურად გადიდებულია და დამახინჯებული, მათ გრძელი და დეფორმირებული რკალების ფორმა მიიღეს, რაც გრავიტაციული ლინზირების შედეგია.
ბუნებრივი მოვლენა,რომელიც მრავალი ათასი წლის განმავლობაში არა მარტო ადამიანებში იწვევდა და დღესაც იწვევს შიშსა და გაკვირვებას არის ელ-ჭექი. რომაელები თვლიდნენ,რომ ელვა ღმერთთა ღმერთის – იუპიტერის მუქარა იყო…