როგორ ფორმირდება ქარიშხალი? მოვლენის სრული სურათი ჯერჯერობით ისევ კვლევის საგანია, თუმცა ამ ვიდეოს ნახვის მერე შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ამ პროცესზე.
ავტორი: კახა გოგოლაშვილი

ცეფეიდები – ასტრონომების კოსმოსური შუქურები
მეზღვაურები ორიენტირებას საზღვაო შუქურებით ახერხებენ, ასტრონომები კი კოსმოსურ შუქურებს მანძილების დასადგენად იყენებენ. კოსმოსში ასეთი შუქურების სახით გვევლინებიან პულსირებადი ცვლადი ვარსკვლავები – ცეფეიდები.
CERN-ში კოსმოსური სხივების კლიმატზე ზემოქმედების ფაქტი დაამტკიცეს
ექსპერიმენტი CLOUD-ით დადგინდა, რომ კოსმოსური სხივები აეროზოლების ფორმირებაზე ახდენენ ზემოქმედებას, რასაც ღრუბლების წარმოქმნა ახლავს თან.
მისია ”ჰაიაბუსა”
მტვერი, რომელიც აპარატმა ”ჰაიაბუსამ” დედამიწაზე ჩამოიტანა, მეცნიერებს ასტეროიდ იტოკავას წარსულის გარკვევაში დაეხმარა. ერთბაშად ექვსი სტატია გამოქვეყნდა ამ თემაზე ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist და Nature News წერენ.
ზეახალი მახლობელ გალაქტიკაში
ვარსკვლავი აფეთქდა და მთელი მსოფლიოს ტელესკოპების სამიზნედ იქცა, რათა თვალყური ადევნონ მოვლენის განვითარებას.
ჩვენს გალაქტიკაში ალმასის პლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ყველაზე მკვრივი(წინა რეკორდსმენი) ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. ობიექტი, იუპიტერის მასით, მხოლოდ 55 ათასი კილომეტრის ზომისაა. ანუ მისი სიმკვრივე 23 გრამია კუბურ სანტიმეტრზე, ორჯერ მეტი ტყვიის სიმკვრივეზე. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა შესაძლებელია ერთი დიდი ალმასის კრისტალი იყოს.
დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში
ახალი აღმოჩენა ამტკიცებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ქიმიურ პროცესებს ასტეროიდებსა და კომეტებს შიგნით შეუძლიათ წარმოქმნან ძირითადი ბიოლოგიური მოლეკულების „სააღმშენებლო მასალები“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე ჩამოცვენილ კოსმოსურ ობიექტებს შეეძლოთ ეთამაშათ მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლის ჩასახვაში, რასაც მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ.
წითელი გალაქტიკები
მკვლევართა ჯგუფმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან და იაპონელი ასტრონომების ნაციონალური საზოგადოებიდან(NAOJ) გალაქტიკურ კლასტერებში წითელი გალაქტიკების ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს, ეს გროვები დედამიწას 4 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებულნი. აღმოჩენის გაკეთებაში მათ ტელესკოპ სუბარუთი ჩატარებული ცის პანორამული კვლევა დაეხმარათ.
მეზობელ სამყაროებს მათი შეჯახებებით მოძებნიან
კვლევის ჩარჩოებში მეცნიერები განიხილავდნენ ე.წ. უსასრულო ინფლაციური მულტისამყაროს თეორიას, რომელშიც დამზერადი სამყარო წარმოდგენილია ბუშტის სახით უფრო დიდ და სწრაფად გაფართოებად(ანუ ინფლაციურ) მულტისამყაროში.