ბრიტანელმა მეცნიერებმა ვარსკვლავ ბეტელგეიზეს გარე ატმოსფეროში გაცხელებული გაზებისაგან შემდგარი ორი ლაქა აღმოაჩინეს(arXiv.org).

ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ბრიტანელმა მეცნიერებმა ვარსკვლავ ბეტელგეიზეს გარე ატმოსფეროში გაცხელებული გაზებისაგან შემდგარი ორი ლაქა აღმოაჩინეს(arXiv.org).
ბოლო და ყველაზე თანამედროვე მარსმავალი, ნასას მეცნიერებს მარსის ახალი პანორამული გამოსახულების მიღებაში ეხმარება.
იმ ნაკლებად შესასძლებელ შემთხვევაში, თუ გრავიტაცია ანტიმატერიაზე განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივ მატერიაზე, მეცნიერებს სამყაროს აგებულებაზე თავიანთი შეხედულებების შეცვლა მოუწევთ(LBNL).
კომეტამ, რომელიც ”საუკუნის კომეტად” შეიძლება იქცეს, შესაძლებელია უჩვეულო მეტეორიტული ნაკადი გააჩინოს.
მეცნიერებმა გამოავლინეს კავშირი ჩვეულებრივსა და ”ბნელ” ელვას(ახლახანს აღმოჩენილი ატმოსფერული გამა-ანთებები) შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება არც ისეთი იშვიათი მოვლენაა, როგორც აქამდე ითვლებოდა(AGU).
სანახაობრივად შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც ნასას კოსმოსურმა ტელესკოპმა „კასინიმ“ დააფიქსირა, საკმაოდ დეტალურად გვიჩვენებს მონსტრი ქარიშხალის ბობოქრობას სატურნზე.
პულსარი და თეთრი ჯუჯა ერთმანეთს სპირალური ტრაექტორიით უახლოვდებიან – ფარდობითობის ზოგად თეორიასთნ სრულ შესაბამისობაში, რაც გრავიტაციის ზოგიერთი ალტერნატიული თეორიების სათვალავიდან ამოგდების საშუალებას იძლევა(Nature News).
კოსმოსურმა ტელესკოპმა ”ჰაბლმა” გადაიღო კომეტა, რომელიც XXI საუკუნის ყველაზე ელვარე კომეტად შეიძლება იქცეს(NASA).
სატურნის რგოლებიდან დამუხტული წყლის წვეთების ”წვიმები” მოდის, რაც პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენების შემადგენელზე და ტემპერატურაზე მოქმედებს(W. M. Keck Observatory).