ელვის ორმაგი სახე

 მეცნიერებმა ჩვეულებრივსა და ”ბნელ” ელვას(ახლახანს აღმოჩენილი ატმოსფერული გამა-ანთებები) შორის კავშირი გამოავლინეს. ეს უკანასკნელი შეიძლება არც ისეთი იშვიათი მოვლენაა, როგორც აქამდე ითვლებოდა(AGU).

 ბნელი ელვა(ინგლ. dark lightning), პირველად 1991 წელს აღმოაჩინეს – ბუნებრივად წარმოქმნილი მაღალენერგიული გამოსხივება, რომელიც დედამიწის ატმოსფროში ჩნდება. მათი ბუნება ახლაც არ არის ბოლომდე გამოკვლეული. რა სიხშირით ჩნდებიან ბნელი ელვები? ახლავს თუ არა ხილული გამოსხივება? ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების გაცემა მხოლოდ ახლა იწყება.

 პროცესების გაგებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, ბერგენის(ნორვეგია) უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადადგეს. მათ ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც შემთხვევით ვენესუელას თავზე, ჭექაქუხილის დროს მოხვდნენ. თანამგზავრები ოპტიკური და გამა-გამოსიხვებვის დეტექტორებით ელვას ანთებათა წერტილიდან 300 კილომეტრით იყვნენ დაშორებული. დიუკის უნივერსიტეტში(ა.შ.შ.) აპარატურამ, ანთების ადგილიდან 3000 კილომეტრში, თანმხლები სიგნალი აღმოაჩინა რადიოდიაპაზონში. მეცნიერებმა მონაცემთა სამივე წყარო გამოიყენეს, რათა წამიერი მოვლენა, მომხდარი 30 მილიწამში, აღედგინათ. სავარაუდოდ, ”ბნელი” ანთება უძლიერესი ელექტრული ველით იყო პროვოცირებული, რომელიც უშუალოდ ჩვეულებრივი ელვას ანთების წინ წარმოიქმნა. ამ ველმა ელექტრონთა კასკადი შექმნა, რომლებიც სინათლის მახლობელი სიქჩქარით მოძრაობდნენ. რელატივისტური ელექტრონების ჰაერის მოლეკულებთან შეჯახებამ გამა-ანთება და დაბალი ენერგიების მქონე ელქტრონების გაჩენა გამოიწვია, ეს უკანასკნელნი კი იმ ელექტრული დენის ძირითადი გადამტანები იყვნენ, რომელმაც რადიოსიგნალი გამოასხივა. ეს სიგნალი ჩვეულებრივი, ხილული ელვას ანთებას უძღოდა წინ.

 არ არის გამორიცხული, რომ ”ბნელი” და ”ნათელი” ელვები, ერთი და იგივე პროცესის ორი მხარეა, რომლებიც ერთმანეთს მიყოლებით ხდებიან. ევროპის კოსმოსური სააგენტო უხლოეს მომავალში პროექტ ASIM-ის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ატმოსფერულ მოვლენებზე დაკვირვებას საერთაშორისო სადგურზე დამონტაჟებული აპარატურით მოახდენს. შესაძლებელია, რომ ამით შეივსოს სიცარიელე, რომელიც ატმოსფერულ გამა-ანთებებზე არსებულ მონაცემთა სიმცირეს უკავშირდება, ეს მოვლენა კი პირდაპირ ჩვენს თავზე ხდება(ელვა კოსმოსში ანტინაწილაკებს ასხივებს; კიდევ ელვაზე; რა არის სპრაიტი?(დალი); ჭექაქუხილი სატურნზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.