სანახაობრივად შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც ნასას კოსმოსურმა ზონდმა – „კასინი“, გადაიღო, საკმაოდ დეტალურად გვიჩვენებს მონსტრი ქარიშხალის ბობოქრობას სატურნზე.
ეს საოცარი სურათები და ვიდეო მასალა, მეცნიერებს დაეხმარა ეს გიგანტური მორევი გამოეკვლიათ და გაეზომათ, ის 2 000 კილომეტრი ზომისაა, დედამიწაზე არსებულ ქარიშხლებზე დაახლოებით 20-ჯერ დიდი. თუმცა საკმაოდ წააგავს დედამიწაზე არსებულ ტორნადოებს(კიდევ ტორნადოზე). ორივეს აქვს ცენტრალური „თვალი“, ღრუბლებით შემოსაზღვრული, რომლებიც ცენტრალური თვალის კედელს ქმნის, ოღონდ სატურნის გრიგალები ბევრად უფრო მასშტაბურია.
სატურნის ქარიშხლები იდუმალებითაა მოცული, ეს უზარმაზარი გიგანტი, დედამიწისგან განსხვავებით, სადაც არსებული ქარიშხლები პლანეტის ბრუნვასთან ერთად მიილევა, თავის შიგნით 6-ჯერ დიდ მორევებს ქმნის, განსაკუთრებით, მის ჩრდილოეთ პოლუზე, სადაც გამძვინვარებულ მონსტრს არსად აქვს გასაქცევი და ერთ ადგილას ტრიალებს. ასე რომ, მეცნიერები გეგმავენ შეისწავლონ თუ როგორ იკვებება სატურნის შტორმი ატმოსფერული წყლის ორთქლით. ვინაიდანაც დედამიწაზე მომხდარი ქარიშხლებიც მსგავსი ხასიათით გამოირჩევა(უცნაური შტორმი სატურნზე; გიგანტური ხვეული სატურნის ატმოსფეროში; მძლავრი ტემპერატურული ნახტომი სატურნზე; ჭექაქუხილი სატურნზე).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.