უცნაური შტორმი სატურნზე

სატურნის შტორმების2009 წლიდანაა ცნობილი. მეცნიერები, მზიდან მეექვსე პლანეტის შტორმებზე ინფორმაციასკასინიდანმუდმივად ღებულობდნენ.

2013 წლის იანვარში, ”კასინის” ჯგუფმა ახალი განსაკუთრებულად ძლიერი შტრომი აღმოაჩინა, რომელიც ჩახვეული მარყუჟების სახით ბობოქრობდა სატურნზე. ამ გიგანტური შტორმის სიგრძე 12 000 კილომეტრს შეადგენდა. ის იუპიტერისეულ და დედამიწისეულ ძლიერ შტორმებს ჰგავდა, თუმცა ერთი თავისებურებაც გამოავლინა: ის მოულოდნელად შეწყდა, 201 დღიანი ბობოქრობის მერე მან თავისი თავი შთანთქა.

 ”ეს საოცრად ხანგრძლივი და ძალიან ძლიერი შტორმი იყო, თუმცა უფრო ხანრგძლივი შტორმებიც გვინახავს (334 დღე), ამ უკანასკნელმა საგონებელში ჩაგვაგდო. შტორმმა ბოლოს, თავისი თავი შთანთქა, ასეთი რამ იუპიტერზეც კი არ დაგვიფიქსირებია” – ამბობენ ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის თანამშრომლები (მძლავრი ტემპერატურული ნახტომი სატურნზე; ჭექაქუხილი სატურნზე; გიგანტური ხვეული სატურნის ატმოსფეროში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.