მძლავრი ტემპერატურული ნახტომი სატურნზე

 ასეთი მძლავრი შტორმები გაზური გიგანტისთვის იშვიათობაა. თუმცა, დრო და დრო ეს მაინც ხდება. ბოლო შტორმის მერე, რომელიც მზიდან დაშორების მიხედვით მეექვსე პლანეტაზე მოხდა, კოსმოსურმა ზონდმა ”კასინიმსატურნის ატმოსფროს ზედა ფენებში უჩვეულო ამოფრქვევა დააფიქსირა.

 თან, საპლანეტათშორისო ავტომატური სადგურის ინსტრუმენტებმა ისიც აჩვენეს, რომ შტორმი მოსალოდნელზე ძლიერი აღმოჩნდა.

 ინფრაწითელი დიაპაზონის სპექტრომეტრი CIRS, რომელიცკასინიზეა” დაყენებული დააფიქსირა, რომ ძლიერი შტორმის მერე ატმოსფეროს ზედაპირი 66 გრადუსამდე გათბა. ამასთან ერთად, ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერებმა ეთილის გაზის დონის მატება დააფიქსირეს. მისი გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით გამოცანად რჩება.

 ეთილენი უფერო აალებადი გაზია და სატურნისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი. პლანეტაზე მეთნი და ამიაკი დომინირებს, ასევე ჰელიუმის მინარევები, ოღონდ არა ეთილენი.

 ”უბრალოდ დაუჯერებელია, რამდენად მაRლა აიწია ტემპერატურამ შტორმის დროს. იქ პირობები ექსტრემალური გახდა! სატურნის ყველაზე უფრო სტაბილურ ატმოსფერულ ფენაშიც კი მან მნიშვნელოვნად აიწია. ასეთი ტემპერატურული ნახტომი იმას ჰგავს, რომ ალიასკას დაბალი ტემპერატურული წერტილიდან უცბათ უდაბნო მაჰოვეში რომ გაჩნდე” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ბრიჯიტ ჰესმანი.

 კვლევის უფრო დეტალური შედეგების გამოქვეყნებას ნასას მეცნიერები პოპულარულ ჟურნალ ” Astrophysical Journal”-ში გეგმავენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.