ახალი ელექტროგამტარები კოლაიდერისთვის

 2020 წლისთვის დაკ-მა კვლევების ეფექტურობა, ახალი კონფიგურაციით, ნათობის ხუთჯერადი მომატებით უნდა გაზარდოს(High Luminosity LHC).

 პროექტი HL-LHC ახალი ზეგამტარი მაგნიტებისა და კომპაქტურ ულტრაპრეციზიულ ზეგამტარ რეზონატორებს ითხოვს, რათა ერთმანეთთან შეჯახებამდე პროტონულ კონებზე მანიპულაციები განხორციელდეს, ასევე ახალი ზეგამტარი კაბელების 300 მეტრიან ხაზებს. ზეგამტარობა ელექრულ დენს სადენებში წინაღობის გარეშე მოძრაობის საშუალებას აძლევს – ეს დაკ-ში გამოყენებული გადამწყვეტი ტექნოლოგიაა. კოლაიდერში 1700 დიდი და დაახლოებით 8000 მაკორექტირებელი ზეგამტარი მაგნიტი მუშაობს. მათ გასაცივებლად 100 ტონაზე მეტ თხევად ჰელიუმს იყენებენ.

 ახალი გაუმჯობესებული ზეგამტარული ტექნოლოგიების ჩამონათვალი უკვე მზადაა. ამერიკაში ნიობიუმ-კალის გამტარიანი მაგნიტები გამოცადეს, რომლებიც უფრო მეტი დაძაბულობის მაგნიტურ ველს იძლევიან, ვიდრე აქამდე გამოყენებული ნიობიუმ-ტიტანის გამტარიანები. სხვადასხვა კონსტრუქციების რადიოსიხშირული რეზონატორების პროტოტიპები, რომლებიც კონებს ერთმანეთთან შეჯახებამდე აბრუნებენ, ტესტირებას დიდ ბრიტანეტში გადიან, ასევე ა.შ.შ-სა და ცერნში. ცერნში ასევე ცდიან ზეგამტარ სადენებს, რომელთაც 20 000 ამპერი დენის გადაცემა შეუძლიათ. ისინი მოწყობილობის კოლაიდერის გვირაბს გარეთ გადატანის საშუალებას იძლევიან.

 2012 წლის ბოლოს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც ამ სამუშაოებში მონაწილე სპეციალისტებმა თავიანთი მიღწევები და გეგმები შეაჯამეს: ნოემბერში HL-LHC-ის ექსპერტთა მეორე ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა, ევროპის საზოგადოებიდან, ა.შ.შ, იაპონიიდან და რუსეთიდან, ხოლო დეკემბერში ცერნმა ჩაატარა სემინარი – ”ახალი თაობის ამაჩქარებლებისთვის საჭირო ზეგამტარული ტექნოლოგია”.

 პროექტ HL-LHC-ის რეალიზაცია, რომელსაც ცერნი სავარაუდოდ ივნისში დაამტკიცებს, ნაწილაკების შეჯახებათა რიცხვს წელიწადში, დღეისათვის მიღწეულზე ათჯერ გაზრდის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *