ყველაზე მაგარი მანქანა…

 ხომ არ გგონიათ, რომ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ავტომობილი “ბუგატი ვეირონია”? ან ფორმულა 1-ის ბოლიდი? ყველანაირი პლიუსების მიუხდავად, ისინი მაინც ჩვეულებრივი მანქანებია. კი, ასეთი მოდელებით ავტომშენებლობა მუდმივ პატარა ნაბიჯებს დგამს წინ, თუმცა არა საკაცობრიო მნიშვნელობის დიდ ნაბიჯებს. ეს საკმაოდ უცნაურ და ნელ სატრანსპორტო საშუალებას – ”ქიურიოსიტის” (ცნობისმოყვარეობა) შეუძლია, ის ხომ არა დედამიწაზე, არამედ მარსზე მოძრაობს.

 ახალი მარსმავლის შექმნას დიდი დრო დასჭირდა. მარსულ ავტომობილზე კონკურსი ჯერ კიდევ 2004 წელს გამოცხადდა. საბოლოოდ, მისი დამზადებით ორი დიდი საწარმოს, Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ინჟინრები დაკავდნენ. თავდაპირველად, წითელი პლანეტისკენ მარსმავლის გაგზავნა 2009 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა პრობლემების გამო 2011 წლამდე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ სახელი ”ქიურიოსიტის” (Curiosity), 12 წლის მოსწავლემ მოიგონა, რომელმაც სპეციალურად ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვა. იყო სხვა ვარიანტებიც – ”სასწაული”, ”აისი”, ”თავგადასავალი”, მოგზაურობა”, სწრაფვა”, ხილვა”, ”აღქმა”.

მზის სისტემის პლანეტათა შორის მარსი (მეოთხე მზიდან) ყველაზე ძალიან ჰგავს დედამიწას (მესამე მზიდან). მარსზე არის ნახშირორჟანგისგან შემდგარი ატმოსფერო, თუმცა ძალიან გაიშვიათებული. მიუხედავად ამისა, პლანეტზე ტემპერატურა არც თუ ისე დაბალია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. დღისით  -50 გრადუსი, თუმცა ეკვატორზე, შუა დღეს, ტემპერატურა +20-მდე იწევს (პოლუსებზე ზამთარში  -150°).

  რა საკვირველია, “ქიურიოსიტი”, ერთი შეხედვით, სულაც არ ჰგავს ჩვენთვის ნაცნობ ავტომობილებს. თუმცა ის მაინც სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც აქვს ბორბლები (6), დამოუკიდებელი დაკიდება, ძრავა, აკუმულატორი და სხვა. თან, თუ წინა მარსმავლები სათამაშოს ზომის იყო, “ქიურიოსიტი” მსუბუქი ავტომობილის ზომისაა. მისი სიგრძე დაახლოებით 3 მეტრია, მასა 900 კგ. ხუთჯერ მძიმე, ვიდრე მარსმავალები “სპირიტი” (Spirit) და “ოპორტუნიტი” (Opportunity).


ავტოსამყაროში ასეთი ტენდენციაა, ყოველი შემდეგი თაობის მანქანა წინაზე დიდია. ეს მარსმავლებისთვისაც ასეა: პირველი ამერიკული მარსმავალი “სოჯორნერი” ყველაზე პატარაა, “ქიურიოსიტი” — ყველაზე დიდი. შუალედურ მდგომარეობას “სპირიტი” და “ოპორტუნიტი” იკავებს.

 ასეთმა ზომა-წონამ, ნასას სპეციალისტებს სრულიად განსხვავებული დაჯდომის სისტემის შექმნა აიძულა. აქამდე, მარსზე ჯდებოდა პლატფორმა, რომლიდანაც მარსმავალი გადმოდიოდა, ქიურიოსიტის” შემთხევვაში კი პლათფორმა ძალიან დიდი იქნებოდა. ამის გამო იქნა მოგონილი ”ციური ამწე”, რომლის წყალობითაც ქიურიოსიტი” საკუთარ ბორბლებზევე დაეშვა მარსზე. დაშვება წარმატებით დასრულდა, ინჟინრების თქმით, ”ციური ამწე” ასეთ მარსმავალზე გაცილებით მძიმე ობიეტქბის დასმასაც შეძლებს.


“ქიურიოსიტი” მარსზე 6 აგვისტოს დაჯდა. დაჯდომის ადგილია 154 კილომეტრიანი გეილის კრატერი, 5 კილომეტრიანი მწვერვალით ცენტრში. ითვლება, რომ აქ ოდესღაც ზღვა იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ზედაპირზე სხვადასხვა მინერალები შეიძება იყოს დალექილი. 10-30 მარსული დღე-ღამის განმავლობში აპარატის ათივე მთავარი ინსტრუმენტი დაიწყებს მუშაობას. მარსული დღე-ღამე 24,66 საათი გრძელდება, წელიწადი კი 687 დედამიწის დღე-ღამე.

 “ქიურიოსიტის” მთავარი ამოცანა არა მარტო წითელი პლანეტის კვლევაა, არამედ მზადება პილოტირებული მისიებისთვისაც! და ეს ხუმრობა არაა! ნასაში ჯერჯერობით ამ თემაზე სიფრთხილით საუბრობენ, თუმცა არავინ ეჭვობს, რომ მომდევნო გლობალური მასშტაბის მისია, ადამიანების მარსზე გადასხმა იქნება. არა მარტო გადასხმა, არამედ ბაზის შექმნა, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს (მარსამდე მიღწევას ხომ დაახლოებით 9 თვე სჭირდება).


“ქიურიოსიტიმ” მუშაობა უკვე დაიწყო. გრუნტის კვლევითა და წყლის ძებნით ჯერ არ არის დაკავებული, თუმცა წითლი პლანეტის პირველი ფოტოები მან უკვე გადმოსცა. “ქიურიოსიტი” რამდენიმე კამერითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებით ფოტოების გადაღება და აპარატის სივრცული ორიენტირება ხდება, უფრო მოკლე და უსაფრთხო მარშრუტის შესარჩევად.

 “ქიურიოსიტის” კიდევ ერთი განსაკუთრებული ელემენტია ენერგიის წყარო. ადრე ამ მიზნით მზის ბატერეებს იყენებდნენ. ქიურიოსიტი” კი ძალიან მძიმეა და დიდი (900 კგ. მარსის პირობებში 340 კგ.), მზის ბატარეები მას არ ეყოფა. ამის გამო აპარატი და მისი ინსტრუმენტები პლუტონიუმ-238-ის დაშლის ენერგიაზე მუშაობს – ის 2,5 კვტ. სითბურ და 125 ვტ. ელექტრულ ენერგიას გამოიმუშავებს. 4,5 კილოგრამი პლუტონიუმი მარსმავალს 14 წელი ეყოფა (თუმცა არავინ იცის, რამდენს გადააჭარბებს თვითონ Curiosity დაგეგმილ 2 წელიწადს).


კამერებიდან ერთ-ერთი – ChemCam, სპეციალურ ლაზერთან ერათდ მუშაობს. ლაზერი ქანებს ააორთქლებს, ChemCam-ი კი მათ სპექტრულ ანალიზს ჩაატარებს.

 რას მოგვცემს ავტომობილი სახელად ქიურიოსიტი” ჩვენ? ჯერჯერობით არაფერს. ამ მომენტისთვის, ეს მხოლოდ სუფთა მეცნიერებაა. თუმცა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სწორედ ასეთი პროექტებით იგონებს კაცობრიობა ახალს. მოჩვენებითი მოკრძალებულობის მიუხედავად, ქიურიოსიტი”, გაგარინის კოსმოსში გაფრენასა და ადამიანების მთვარზე გადასხმას (აპოლონი) შეიძლება შევადაროთ.


საუკეთესო ანიმაცია “ქიურიოსიტისგან”.

 მარსის ავტოპარკი


”ლუნახოდ-1”.

 პირველი ციური ობიექტი, რომელზეც ადამიანებმა თვითმავალი სატრანსპორტო საშუალება გააგზავნეს, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე იყო (1970წ). ლაპარაკია ”ლუნოხოდ-1”-ზე, რომელიც საბჭოთა მეცნიერებმა შექმნეს. მასა 900კგ, სიგანე 1600 მმ, ბორბლების დიამეტრი 50 სმ, მთვარეზე გადადგილების მაქსიმალური სიჩქარე 4კმ/სთ.

 აღსანიშნავია, რომ მარსის ზედაპირზეც პირველად საბჭოთა პლანეტომავალი დაჯდა (თუ ამას ასე შეიძლება ვუწოდოთ). მანქანა, გრძელ-გრძელი სახელით – ”მარსული გამავლობის შემაფასებელი მოწყობილობა – მარსი” (ПрОП-М). მან 1971 წლის 27 ნოემბერს მიაღწია პლანეტას, დასაშვები აპარატი ზედაპირს დაენარცხა და განადგურდა. მალევე, 2 დეკემბერს, მეორე აპარატი დაჯდა მარსზე, თუმცა 20 წამი იმუშავა, ის ქვიშის ქარიშხალმა მწყობრიდან გამოიყვანა.


საბჭოთა მარსმავლებმა (სულ იყო ორი) მისია ვერ შეასრულეს, რის მერეც მარსის შემსწავლელი პროექტები დაიხურა.

 საბჭოთა მარსმავალი პატარა ყუთის ზომის იყო (25 სმ. х 22 სმ. х სმ.), რომელიც თვითონ ორიენტირებდა და პლანეტაზე ორი თხილამურისმაგვარი მექანიზმით გადადგილდებოდა, სიჩქარით 1 მ/სთ. ყოველი ნაბიჯის მერე მართვის ცენტრიდან ახალი ბრძანების მისაღებად ჩერდებოდა. ბრძანებები არა უშუალოდ აპარატს, არამედ დასაშვებ მოდულს მიეწოდებოდა, რომელთანაც 15 მეტრიანი კაბელით იყო დაკავშირებული.


პატარა “სოჯურნერი” (მარსზე — 10,6 კგ. სიგრძე — 65 სმ.) თავის პირველ მარსულ ქვას იკვლევს.

 საბჭოთა კავშირის წარუმატებელი მცდელობების მერე, დედამიწელებმა მარსის კვლევაში შესვენება აიღეს, პლანეტამავალის იქ გადასხმა მხოლოდ 1997 წლის 4 ივლისს მოხერხდა. იმ წლებში საბჭოთა კავშირში რაც ხდებოდა ალბათ იცით, ესტაფეტა კი ამერიკელებმა აიღეს – ”სოჯურნერი” წარამეტებით დაეშვა, ტექ. მიზეზების გამო პლატფორმას მხოლოდ 5 ივლისს გამოეყო და 6-ში, პლანეტის კვლევა დაიწყო. ჰქონდა ქანების ქიმიური შემადგენლობის დასადგენი სპექტრომეტრი.

 “სოჯურნერის” დასაშვები აპარატიდან გადაღებული წრიული პანორამა.

  ნაბიჯებით მავალ აპარატზე ამერიკელებმა უარი თქვეს და მარსმავალი ექვსი 13 სანტიმეტირანი ბორბლებით აღჭურვეს, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მოძრაობდა. მანქანის შიგნით 3,2 ვატის სიმძლავრის 11 ძრავი ოყო მოთავსებული (იკვებებოდნენ მზის ბატარეებით). 6 მათგანი “სოჯურნერის” გადაადგილებას უზრუნველყოფდა, 4 მიმართულებას აძლევდა, ერთი კი სპექტრომეტრისთვის იყო განკუთვნილი. აპარატს საკმაო დახრილობის ზედაპირზე შეეძლო მოძრაობა – 45°, ისე, რომ არ ბრუნდებოდა და 20 სმ. სიმაღლის წინაღობასაც ადვილად გადადიოდა.


“სოჯურნერი” ქვა იოგისკენ მიდის, ეს მის მიერ გამოკვლეული მეორე ობიექტია.

 ეს მივლინება “სოჯურნერმა” 1997 წლის 17 სექტემბერს დაასრულა – სწორედ მაშინ დაუკავშირდა ბოლოს ნასა თავის ქმნილებას. სპექტრომეტრით შეისწავლა რამდენიმე ქვა და გადაიღო 550 ფოტო, დაადგინა, რომ მარსზე ერთ დროს ნოტიო და თბილი კლიმატი იყო. ყველა კმაყოფილი დარჩა, რადგან მისია მხოლოდ 287 მილიონი დოლარი დაჯდა.


მარსმავალ “ოპორტუნიტის” დამცავსა და დასაშვებ აპარატში ათავსებენ, რაკეტამატარებელ ”დელტა-2”-ით კი მზიდან მეოთხე პლანეტაზე უშვებენ.

 ორი მომდევნო აპრატი, “სპირიტი” (Mars Exploration Rover — A) და “ოპორტუნიტი (MER-B), ტყუპები იყვნენ. მარსმავალთა ეს თაობაც ექვს ბორბლიანია, ოღონდ ინსტრუმენტთა გაცილებით დიდი ნაკრებით.


ზემოთ – პლანეტამავალ ”სპირიტის” დასაშვები პლათფორმა, ხოლო ქვემოთ – 200 მეტრიანი ბონევილის კრატერის პანორამა.

 2004 წლის 4 ივლისს, პირველად ”სპირიტი” დაეშვა, ხოლო იმავე წლის 25 იანვარს, პლანეტის მეორე მხარეს, ”ოპორტუნიტი”. 2009 წელს ”სპირიტი” ქვიშაში ჩაეფლო და მისია შეწყვიტა, ხოლო ”ოპორტუნიტი” მუშაობას ახლაც აგრძელებს!


დასაშვები აპარატი ცარიელი დარჩა (მარჯვნივ), ხოლო ”ოპორტუნიტი” პლანეტის გამოსაკვლევად გაემართა, მათ შორის, კრატერ ამტანობის ”ცეცხლოვანი” ქარაფისაც (ქვემოთ მარცხნივ).

 “ოპორტუნიტიმ” აქამდე გაუვალი გზების 8 კმ-ზე მეტი გაიარა, ქანებისა და ნიადაგის ნიმუშების შესწავლით, ასევე პანორამული ფოტოების გადაღებებით. ამჟამად, წითელ პლანეტას სამი მარსმავალი იკვლევს ”ქიურიოსითი”, “პერესევერენსი” და ჩინური “ჩუჟუნი”. ამგვრად, მარსის შესწავლის ისტორიაში, პლანეტას ხუთი მარსმავალი იკვლევდა, ახალბედას ჩათვლით.

“ქიურიოსიტისა” და “პერსევერენსის” დაშვების სქემა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.