ბნელი მატერია თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, ეს არის უხილავი ნივთიერება, რომელიც სამყაროს მატერიის(ბნელი ენერგია) 25% შეადგენს. მეცნიერების ვარაუდით, ის სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკებისგან უნდა შედგებოდეს, ე.წ. ვიმპებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ გრავიტაციასთან, თუმცა ფაქტიურად არ ამჟღავნებენ თავს სხვა ფუნდამენტურ ურთიერთქმედებებში.
მისი უხილავი ბუნების გამო ძალიან ძნელია მტკიცება იმისა, რომ ის მართლაც არსებობს, ან როგორია მისი თვისებები. ბნელ მატერიას არამატერიალურსაც უწოდებენ, მისი არსებობა მხოლოდ გრავიტაციული მიზიდულობით ფიქსირდება.
ითვლება, რომ ის იშვიათად შედის ურთიერთქმედებაში ჩვეულებრივ ელემენტებთან, დედამიწა ბნელი მატერიის საკმაოდ სქელ ოკეანეში მიქრის, ყოველ წამს მილიარდობით ასეთი ნაწილაკი განჭოლავს ჩვენს სხეულს. მათი უმრავლესობა ისე გაივლის ჩვენში, რომ არც ერთ ჩვენს შემადგენელ ატომს არ ”ეხება”.
სამყაროს ნაწილის 3d გამოსახულება. წითელი ფერებით ნაჩვენებია გალაქტიკები და მათი გროვები, რომლებსაც დაშლისგან უხილავი ბნელი მატერია იცავს.
უხლიავი ნაწილაკები უფრო ხშირად წყალბადისა და ჟანგბადის ატომებს უნდა შეეჯახონ – პირველი სხეულის ყველა ატომების 60% შეადგენს, მეორე კი სხეულის მასის 60%. ყოველწლიურად ჩვეულებრივ ატომებთან 35 ასეთი შეჯახება უნდა ხდებოდეს. თუმცა, თუ ბოლო დროინდელი მოდელები სწორია და ბნელი მატერია უფრო გავრცელებულია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა, მაშინ შეჯახებათა რაოდენობა პლანეტის ყოველ მცხოვრებზე წლიურად 100 000-მდე შეიძლება გაიზარდოს.
ბოლო მონაცემების მიხედვით სამყაროს ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ბნელ მატერიაში უნდა იყოს ჩაფლული, თუმცა ფიზიკოს-თეორეტიკოსი კეტრინ ფრიზი(მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტი, ან-არბორში) ამ მონაცემებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს. ”მე არ ვენდობი მზის მახლობელი გარემოთი ექსტრაპოლაციას, რომელიც ვარაუდებს ეყრდნობა. ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ვიმპები სხეულისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ”(რადიაცია ჩვენს გარშემო).