ასტრონომებმა უძველესი ეკზოპლანეტების წყვილი აღმოაჩინეს – მათი ასაკი დაახლოებით 12,8 მილიარდ წელს შეადგენს. შედარებისთვის, დედამიწის ასაკი 4,5 მილიარდი წელია, როცა ეს პლანეტები წარმოიქმნენ ჩვენს გალაქტიკას ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდა ფორმირება. მეცნიერთა ნაშრომი Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა(pdf).
ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა პლანეტები მძიმე ელემენტების მცირე რაოდენობით შემცველი ვარსკვლავების გარშემო დაიწყეს, ითვლება, რომ ასეთი ვარსკვლავები სამყაროს ყველაზე უფრო ხნიერი მნათობები არიან. როცა პლანეტა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, ის ამ უკანასკნელში რხევით მოძრაობებს იწვევს, რაც პლანეტის რადიალურ სიჩქარეზეც აისახება.
მეცნიერები მძიმე ელემენტებით ღარიბი ვარსკვლავების დიდ რაოდენობას 2,2 მეტრიანი ტელესკოპით(FEROS) აკვირდებოდნენ, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიიდან ლა-სილაში. დაკვირვებები ტარდებოდა პერიოდებით 2009 წლის აგვისტოდან 2011 წლის იანვრამდე.
შედეგად ასტრონომებმა შეძლეს პლანეტების წყვილის აღმოჩენა ვარსკვლავ HIP 11952-თან. ეს ვარსკვლავი დედამიწას 350 სინათლის წლითაა დაშორებული და ვეშაპის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მასა მზის მასის 0,8 შეადგენს, ასკი 12,8 მილიარდი წელი(თუმცა, 2,6 მილიარდი წლის ცდომილებით).
ახალმა პლანეტებმა მიიღეს სახელები HIP 11952b და HIP 11952с. პირველის მასა სამი იუპიტერისას უტოლდება, ის ვარსკვლავის გარშემო 290 დღიანი პერიოდით ბრუნავს. მეორე თითქმის ოთხჯერ მსუბუქია – 0,8 იუპიტერის მასით, ორბიტალური პერიოდი კი 7 დღე. ორივიე გაზური გიგანტების კლასს მიეკუთვნებიან. პლანეტების ფორმირების თანამედროვე მოდელის მიხედვით, მათ ვარსკვლავის ჩამოყალიბების მერევე დაიწყეს ფორმირება, ამ ვარსკვლავის ნარჩენი მასალიდან. ამიტომ პლანეტების ასაკი ვარსკვლავისას ემთხვევა.
ეკზოპლანეტა სისტემაში HIP 11952. ტიმოთეოს სამარტსიდისის ილუსტრაცია.
მეცნიერთა თქმით, ახალი აღმოჩენა არამარტო სიძველის გამოა საინტერესო. ითვლება, რომ რაც უფრო ნაკლებია ვარსკვლავში მძიმე ელემენტების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია ამ ვარსკვავთან ეკზოპლანეტების აღმოჩენის ალბათობა. რის გამოც აღმოჩენილი სისტემა საუკეთესო ნიმუშია ასეთი ტიპის ვარსკვლავებთან პლანეტების ჩამოყალიბების პროცესების შესასწავლად(პირველი ვარსკვლავები).