ჩვენი გალაქტიკის ხნიერი ვარსკვლავები მის პრეისტორიას ნათელს ჰფენენ

 ირმის ნახტომის ყველაზე ხნიერი ვარსკვლავებიდან, ზოგიერთი, გალაქტიკის ”სასარგებლო წიაღისეულს” წარმოადგენენ. ისინი მძიმე და ძვირფასი ელემენტების დიდ რაოდენობას შეიცავენ, როგორიცაა ოქრო, პლატინა და ურანი. მეცნიერებმა არ იციან, თუ საიდან და როგორ მოხვდნენ ეს ელემენტები გალაქტიკის უძველეს ვარსკვლავებში. ჩვეულებრივ, ეს ელემენტები უფრო გვიანდელი გენერაციის ვარსკვლავებისთვისაა დამახასიათებელი.

 ნილს ბორის სახელობის ინსტიტუტის მკვლევარები კოპენჰაგენიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდნენ ჩვენი გალაქტიკის უძველეს ვარსკვლავებს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის უძლიერესი ტელესკოპებით, რომელებიც ჩილეს უდაბნოშია განთავსებული, მძიმე ელემენტების აღმოჩენის მიზნით.

 საბოლოოდ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დიდი აფეთქების მერე, დომინირებდნენ ბნელი ნივთიერება, წყალბადი და ჰელიუმი. დროთა განმავლობაში საკუთარი გრავიტაციის ზემოქმედებით ხსენებული ნივთიერებები ერთმანეთს უერთდებოდნენ და პირველ ვარსკვლავებს ქმნიდნენ.

 

ვარსკვლავის ევოლუცია და ევოლუციის შესაძლო სამი დასასრული – ნეიტრონული, შავი ხვრელი, ახალი ვარსკვლავი. 

ამ ვარსკვლავებს შიგნით, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, უმარტივესი ელემენტების თერმობირთვული სინთეზით ყალიბდებოდა ნახშირბადი,ჟანგბადი და აზოტი, ხოლო რამდენიმე ასეული მილიონი წლის მერე ამ ვარსკვლავებში უკვე ყველა ქიმიური ელემეტი იყო წარმოდგენილი. თუმცა ყველაზე ადრეული ვარსკვლავები, მათ შორის ჩვენი მზეც, მძიმე ელემენტების უფრო მეტი რაოდენობით გამოირჩეოდნენ. ყოველთვის, როცა მასიური ვარსკვლავები ზეახლებად ფეთქდებოდნენ, კოსმოსურ სივრცეში აფრქვევდნენ გაზურ ნაკადებსა და მძიმე ელემენტბს. ერთმანეთთან შერწყმით კი ეს უკანასკნელნი, უკვე მძიმე ელემენტებით მდიდარი, ახალი ვარსკვლავების ფორმირებას ახდენდნენ.

 ”ჩვენს გალაქტიკაში ახლაც არსებობს პრიმიტიული ვარსკვლავების 1-2%, რომლებიც თავიანთ შემადგენლობაში მძიმე ელემენტების დიდ რაოდენობას შეიცავენ” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანამონაწილე ტერეზა ჰანსენი. მკვლევართა ნაშრომის სრული ვერსია ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

კოსმოსური ოქრო.

ნეიტრონული ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან… .

NASA-მ ახსნა მოუძებნა დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.