საინფორმაციო წყაროებში ხმა გავრცელდა, თითქოს, ტელესკოპ “ჯეიმს ვების” საშაულებით მიღებული მონაცემები, დიდი აფეთქების თეორიას უარყოფდეს. ეს წამოძახილები გაისმა ადამიანებსგან, რომელთაც გარკვეულ მეცნიერულ ცოდნასთნ ერთად, ტარაკანებიც ჰყავთ თავში (პირდაპირი თარგმანი). ერთ-ერთი მათგანია – ერიკ ლერნერი, რომელიც “დამოუკიდებელ მკვლევარს” უწოდებს თავს, დიდი ხანია ებრძვის დიდი აფეთქების თეორიას და “პოპულარული” სტატიებით არის სახელგანთქმული.
მთავარი ფოტო, გალაქტიკათა გროვა SMACS0723-73-ს ეკუთვნის. კიდევ უფრო ღრმა კოსმოსის მრავალრიცხოვანი მოწითალო რკალები, კიდევ უფრო შორს მდებარე გალაქტიკებია. მათი გამოსახულება დეფორმირებული და გაძლიერებულია ბნელი მატერიის მიერ, რომელზეც გალაქტიკებისა და მთლიანად სამყაროს მატერიის მასის ძირითადი ნაწილი მოდის. ეს ეფექტი, გრავიტაციული ლინზირების სახელით არის ცნობილი. ხსენებული ტელესკოპის ინსტრუმენტ NIRISS-ის დახმარებით დადგინდა, რომ ზოგიერთ ლინზირებულ გალაქტიკებამდე მანძილი 9,5 მილიარდი სინათლის წელია, სწორედ ამდენი ხანი დასჭირდა იქიდან გამოსხივებულ სინათლეს “ჯეიმს ვების” სარკემდე მოსასვლელად (გამოსახულება სრული ზომით).
ადრე გამოქვეყნებულ სტატიებში, ორ საკმაოდ ელვარე გალქტიკაზე იყო საუბარი, 10 (13 მლრდ.ს.წ-ზე მეტი !!!)-ზე მეტი წითელი წანაცვლებით. ისინი 50 კვადრატული წუთის ზომის ცის მონაკვეთზე აღმოაჩინეს. გალაქტიკათა ფორმირების ზოგიერთი მოდელის მიხედვით, რომელებიც შედარებით მცირე წითელი წანაცვლების მქონე გალაქტიკებით არის კალიბრირებული, ასეთ მანძილზე ორი ელვარე გალქტიკა – გადაჭარბებაა. არსებობს ადრეული სამყაროს გალაქტიკური “დასახლების” ისეთი მოდელები, რომლებშიც არანაირი წინააღმდეგობა არ გამოვლენილა.
წითელი წანაცვლება არის მასხივებელი წყაროს სპექტრში შემავალი ტალღების სიგრძის ზრდა, ეტალონური წყაროს სპექტრთან შეადრებით. კოსმოლოგიური წწ გამოწვეულია მასხივებელი წყაროსა და მიმღების ერთმანეთთან დაშორების პროცესით, სამყაროს გაფართოების გამო (დოპლერის ეფექტი).
სინამდვილეში, ვებით მიღებული მონაცემები ხსენებული თეორიის ვარაუდებს ადასტურებს, რადგან ისინი, “ჰაბლით” მიღებულთან ერთად, გალაქტიკების აქტიური ევოლუციის დემონსტრირებას ახდენს.
ახალი რა გაირკვა უკანასკნელი თვეების განმავლობაში:
1. მეცნიერთა სხვა ჯგუფმა კიდევ ოთხი გალაქტიკა აღმოაჩინა, ვების მონაცემებში, წითელი წანაცვლებით – 9 (12,4 მლრდ.ს.წ.). წანაცვლების შეფასება ხდებოდა ფოტომეტრიულად, ანუ არც ისე საიმედო მეთოდით. სპექტროსკოპული გაზომვა დაგეგმილია, ჯერ არ ჩატარებულა.
2. მილიმეტრული ინტერფერომეტრით – ALMA, ჩატარებულმა დაკვირვებებმა ამ ორი შორეული გალაქტიკებიდან ერთ-ერთის დიდი წითელი წანაცვლება თითქოსდა დაადასტურა. თუ ინტერპრეტაცია სწორია, მაშინ გალაქტიკის წითელი წანაცვლება არის z = 12,1. თუმცა, ავტორები შედეგს დიდი სიფრთხილით წარმოადგენენ – უფრო მეტი სიზუსტეა საჭირო. ამასთან ერთად, სასიხარულოა JWST-სა და ALMA-ს ტანდემში მუშაობაც.
3. რეალურად საინტერესოა შორეული, თუმცა არა ადრეული სამყაროს კუთვნილი გალაქტიკების ფორმებთან დაკავშირებული შედეგებიც. ავტორებმა ირონიის გარეშე უწოდეს სტატიას “პანიკა! დისკების შესახებ: პირველი ოპტიკური დაკვირვებები გალაქტიკებზე მათ საკუთარ ათვლის სისტემებში…” (Panic! At the Disks: First Rest-frame Optical Observations of Galaxy Structure at z > 3 with JWST in the SMACS0723 Field). ადრე, შორეული გალაქტიკების ფორმებს “ჰაბლით” გადაღებული ფოტოების მიხედვით აფასებდნენ. აღმოჩნდა, რომ გალაქტიკათა უმრავლესობა, რომლებიც სფეროიდულებად ითვლებოდა, დისკები ყოფილა (arxiv.org).
სინამდვილეში, პანიკის საფუძველი არ არსებობს: ბუნებრივია, რომ ძლივს დამზერადი გალაქტიკების ფორმის შეფასება, დაკვირვების ინსტრუმენტებზეა დამოკიდებული.
მაშ, საიდან გაჩნდა მოწოდებები დიდი აფეთქების თეორიის განადგურების შესახებ? უბრალოდ, საინფორმაციო სივრცეებში არსებობს ბევრი ისეთი წყარო, რომელიც რეიტინგზე უფროა ორიენტირებული. ვიღაცამ თქვა, რომ ახალი მონაცემები, ალბათ, გალაქტიკათა ფორმირების შესახებ წარმოდგენებს შეგვაცვლევინებს, რაც გარდაიქმნა ლოზუნგად – “ვების ახალი მონაცემები, დიდი აფეთქების თეორიას უარყოფს”. დიდების ადვილად მომტანი საქმეა — ძირი გამოუთხარო საფუძველს (რა არის დიდი აფეთქება?).