ორიონი და ზამთრის ექვსკუთხედი

 ღამის ცაზე ორიონის მოძებნა თუ შეგიძლიათ, რომელიც სულ უფრო ადრე და ადრე ამოდის დაღამებასთან ერთად, მაშინ ზამთრის ექვსკუთხედსაც იოლად მოძებნით, რომელიც სხვადასხვა თანავარსკვლავდების კუთვნილი რამდენიმე ელვარე ვარსკვლავით არის ფორმირებული. ეს კაშკაშა ვარსკვლავები, ქალაქების გადანათებულ ცაზეც კარგად ჩანს.

 ამ ფოტოზე ისინი წყალსაცავ მანლას თავზეა აღბეჭდილი (ტიბეტი, ჩინეთი). ექვსკუთხედის წარმომქმნელი ექვსი ვარსკვლავი – ალდებარანი, კაპელა, კასტორი (პოლუქსთან ერთად), პროციონი, რიგელი და სირიუსი. ირმის ნახტომის ზოლი შუაზე ყოფს ექვსკუთხედს, მის თავზე კი გაფანტული ვარსკვლავთგროვა პლეადები (სუბარუ) ჩანს. ზამთრის ექვსკუთხედი არის ასტერიზმი, რომელიც რამდენიმე თანავარსკვლავდს მოიცავს, მათ შორისაა ყველასათვის ცნობილი ორიონი (საზაფხულო სამკუთხედის ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.