კაცობრიობის ერთი მესამედისთვის უხილავი ირმის ნახტომი

 ირმის ნახტომის ნათელი ზოლი, ეს ვარსკვლავური მდინარე, უხსოვარი დროიდან იყო ადამიანის გონებაში გაჩენილი წარმოსახვების მთავარი წყარო. იტალიელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილი ცის განათებით დაბინძურების ახალი ატლასის მიხედვით, ახლა ის კაცობრიობის ერთი მესამედისთვის დამალულია (ამერიკელთა 80%-სთვის).

 განათებით დაბინძურება, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ფორმაა. ყოვლისმომცველი განათების ხელოვნური წყაროები განვითარებული ქვეყნების თავზე ნათელ ნისლს წარმოქმნის, რომელიც ღამის ცის ვარსკვლავებსა და თანავარსკვლავდებს ”ყლაპავს”.

abast game tbel abuseriZe
ირმის ნახტომი აბასთუმნის თავზე (ავტორი: ტბელ აბუსერიძე. ასტროფოტოგრაფი).

 ”ადამიანები ვეღარ ხედავენ ირმის ნახტომს. ის არის ჩვენი კავშირი კოსმოსთან, რომელიც უკვე დაკარგულია” – ამბობს ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევების ნაციონალური ცენტრის (NCEI) თანამშრომელი, ქრის ელვიჯი.

 Science Advances-ში გამოქვეყნებული ატლასი, თანამგზავრებიდან გადაღებული მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებითა და ცის ელვარების ზუსტი გაზომვების გამოყენებით არის შედგენილი.

 განათბით დაბინძურებამ ყველაზე უფრო დიდი მასშტაბები ისეთ ქვეყნებში მიიღო, როგორიც არის სინგაპური, იტალია და სამხრეთ კორეა, ხოლო კანადასა და ავსტრალიაში ყველაზე უფრო ბნელი ცაა შენარჩუნებული. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, მისი მხოლოდ მცირე ნწილია ამ მხრივ ხელშეუხებელი – შოტლანდია, შვედეთი და ნორვეგია. ამერიკული დასავლეთის ბნელი რეგიონების მიუხედავად, განათებით დაბინძურებას ა.შ.შ-ს მოსახლეობის ნახევარი განიცდის.

 ქართველ ასტროფოტოგრაფთა ჯგუფი მუშაობის პროცესში. ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით დვალის ლექცია ასტროფოტოგრაფიის შესახებ.

 საბედნიეროდ, განათებით დაბინძურების დონის შემცირება სპეციალური მაბლოკირებელი ფარებით არის შესაძლებელი, ნათების მინიმუმამდე დაყვანით, ან უბრალოდ, სინათლის წყაროს გამორთვით(პირველი ფოტო – კაკაბეთი/ ლევან ვერძეული).საბჭოთა საიდუმლო ობსერვატორია კოსმოსის კვლევას აგრძელებს…; ბნელი ადგილების მსოფლიო რუკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.