ისევ ჰაბლი, ”ჰაბლი” და სამყაროს გაფართოება

კალიფორნიელმა კოსმოლოგებმა, სამყაროს გაფართოების სიჩქარე დააზუსტეს(Gizmodo).

 ჰაბლის მუდმივა არის პარამეტრი, რომელიც კოსმოსურ ობიექტამდე მანძილს, მისი, ჩვენგან დაშორების სიჩქარესთან აკავშირებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველ მეგაპარსეკზე(3 მლნ.სინ.წ.-ზე მეტი), ობიექტის გაქცევის სიჩქარე იზრდება. ამით მეცნიერებს სამყაროს მასშტაბისა და მისი ასაკის შეფასების საშუალება ეძლევათ.

 სხვადსხვა ჯგუფების მიერ ჩატარებული დაკვირვებებით მიღებული მაჩვენებლები, ერთმანეთს არ ემთხვევა და 68-დან 73 კილომეტრი წამში მეგაპარსეკზე სიდიდეებს უტოლდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, კოსმოლოგებმა ედუინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელსკოპი გამოიყენეს. მისი დახმარებით ისინი, გალაქტიკა ლინზებს აკვირდებოდნენ, რომელთა უძლიერესი გრავიტაციული ძალა, მათ უკან, კიდევ უფრო შორს მდებარე ობიექტებიდან, კერძოდ, კვაზარებიდან გამოსხივებულ სინათლეს გზას უმრუდებენ. ლინზების გარშემო, ერთი ობიექტის რამდენიმე გამოსახულებაც კი ჩნდება(გრავიტაციული ლინზა: ერთი ზეახლის ოთხი გამოსახულება).

 გალაქტიკებში, გრავიტაციის წარმომქმნელი მასები არაერთგვაროვნად არის განაწილებული, რის გამოც შორეული კვზარების გამოსახულებები განსხვავებულია დროში(სადაც მეტი მასაა, იქ გამრუდებაც მეტია და სინათლეს მეტი მანძილის გავლა უწევს). კვაზარების ელვარება ცვალებადია, ამ ცვალებადობებს შორის დაყოვნების დანახვა კი ხსენებული ლინზირებული გამოსახულებებით არის შესაძლებელი.

 ახლა მიღებული მნიშვნელობაა 72 კილომეტრი წამში მეგაპარსეკზე. ეს რიცხვი, ზეახლებსა(ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან) და ცვალებად ვარსკვლავებზე დაკვირვებით მიღებულს ემთხვევა, ხოლო რელიქტური გამოსხივების(დიდი აფეთქების ექო) მკვლევარი ობსერვატორიით – ”პლანკი”, მიღებულს კი არა. მეცნიერთა თქმით, განსხვავება, სტატუისტიკური ცდომილების ფარგლებშია(გრავიტაციული ლინზირება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.