რა უჩვეულო გატაცებაა მეტეორიტებზე ნადირობა, მით უმეტეს პროფესია – ”მეტეორიტებზე მონადირე”? ნებისმიერი სხვა საქმიანობის მსგავსად, მეტეორიტებზე ნადირობა სამოყვარულო ან პროფესიონალურ დონეზე შეიძლება ხდებოდს. მოყვარულები თავიანთი ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს აქტიურობენ, პროფესიონალები კი ამაში იღებენ ხელფასს, თან არც თუ ისე ცოტას.
მოყვარულებიც და პროფესიონალებიც, სხვადსახვანაირ აპარატურას იყენებენ – მეტალოდეტექტორები, მაგნიტები, რადარები, ლიდარები და ა.შ. ასეთი ინსტრუმენტებით მეტალის ან ქვა-მეტალის მეტეორიტების აღმოჩენა არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მეტეორიტების დიდი ნაწილი, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე შეიძლება ვიპოვოთ, მეტალების მცირე რაოდენობას შეიცავს და მტალოდეტექტორით მათი აღმოჩენა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, მონადირეები სხვა მოწყობილობებს მიმართავენ და თავიანთ გამოცდილებასა და გამართლებას ეყრდნობიან(ატმოსფეროში წვის გამო, მეტეორიტს მოშავო ელფერი და ერთ მხარეს მიმართული დნობის(აბლაცია) კვალი აქვს).
ა.შ.შ-ს კანონმდებლობის მიხედვით, მეტეორიტი მპოვნელს ეკუთვნის, თუმცა თუ სახელმწიფო ან ფედერალურ ტერიტორიაზეა ნაპოვნი, ან აქვს მეცნიერული და ისტორიული მნიშვნელობა, მაშინ სახელწმიფოს უნდა ჩაბარდეს. სხვა შემთხვევაში, მონადირეს შეუძლია გაყიდოს ან თავისი კოლექციისთვის დაიტოვოს მეტეორიტი(მეტეორიტები მარსიდან და მთვარედან ფასდაკლებით).
მეტეორიტების მოძებნა დედამიწის ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი, ანტარქტიდაზეც, სადაც მათი ძებნით, სპეციალური სამსახური არის დაკავებული, პროგრამის ჩარჩოებში – ANSMET(ხონდრიტები და ახონდრიტები; იშვიათი მეტეორიტების წარმომავლობა; დედამიწაზე მეტი ასაკის მეტეორიტი.