ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ(ESA), მაგელანის დიდ ნისლეულებს შორის არსებული გალაქტიკური კედლის გამოსახულება გამოაქვეყნა(esa).
გალაქტიკური კედლები(ე.წ. ძაფები. სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა), სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი სტრუქტურებია. სამყაროს სიცარიელეებს(ვოიდები – ვოიდები გვატყუებენ?!) შორის გადაჭიმული კედლების ზომა დაახლოებით 200 მილიონი სინათლის წელია. ეს კოსმოსური ძაფები, იმ მტვრისა და გაზისგან არის წარმოქმნილი, რომლის ნათების დაფიქსირება მაქს პლანკის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა შეძლო(ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“).
“პლანკი” და მის მიერ შედგენილი სამყაროს რელიქტური გამოსხივების რუკა.
გამოსახულების ქვედა მარცხენა კუთხეში მაგელანის პატარა ნისლეული ჩანს, ცენტრში – დიდი. ამათგან, პირველამდე მანძილი 200 ათასი სინათლის წელია, მეორემდე კი 160 ათასი სინათლის წელი(საინტერესო ფაქტები მაგელანის ნისლეულების შესახებ).
იქაური ვარსკვლავური გროვების მასები 8-10 მილიარდჯერ აჭარბებს მზის მასას. შედარებისთვის, ირმის ნახტომთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე დიდი გალაქტიკა – ანდრომედა, ჩვენს მნათობზე რამდენიმე ასეულ მილიარდჯერ მასიურია.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ამ გალაქტიკურ წყვილს ვერ დაინახავთ, ევროპელებმა მათ შესახებ მხოლოდ XVI საუკუნის მიწურულს შეიტყვეს. მიუხედავად ამისა, ახლო აღმოსავლელი ასტრონომები და ამერიკის კონტინენტზე არსებული ძველი ცივილიზაციები, მაგელანის დიდსა და პატარა ღრუბელს კარგად იცნობდნენ.
”პლანკი”, რელიქტური გამოსხივების შესაწავლად შეიქმნა(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ). ევროპელებმა ის 2009 წლის 14 მაისს გაუშვეს კოსმოსში, რაკეტა-მატარებლის Ariane 5-ის საშუალებით, კოსმოდრომ კურუდან. მან თავისი მთვარი მისია უკვე შეასრულა(“პლანკის” სამუდამო განსასვენებელი) და ახლა დამატებითი ამოცანების შესრულებაზე მუშაობს(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები; პლანკი-2015; მაგელანის ნაკადის ორმაგი ბუნება).