ზვიგენი

 დედამიწაზე ვერ მოიძებნება ისეთი დიდი ზღვა, რომელშიც ნისლეული ზვიგენი შეიძლება მოთავსდეს. მტაცებლის ეს აჩრდილი საშიში არაა, რადგან ის, მხოლოდ ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისაგან შედგება. გიგანტური ვარსკვლავების ატმოსფეროდან ამოტყორცნილი გაზ-მტვროვანი მასები გრავიტაციული ძალებით იკუმშება. მასიურ ვარსკვლავებს, მაღალენერგიული სინათლის გამოსხივებითა და მძლავრი ვარსკვლავური ქარებით, რთული სტრუქტურის მქონე ღრუბლების წარმოქმნა შეუძლიათ, იმავე ნისლეულში, რომელშიც თვითონ გაჩნდნენ. მათ მიერ გამომუშავებული სითბო, ბნელ მოლეკულურ ღრუბლებს აორთქლებს, ანიავებს, შემომფარგლავ წყალბადის ღრუბლებს კი ნათებას აიძულებს. როგორც დედამიწის ღრუბლები, ესენიც ილუზორულ ფორმებს იძენს. ნისლეულ ზვიგენის ზომა, რომელშიც სხვა უფრო მცირე ზომის ნისლეულებიც არის – ლინდსი 1235, ვან დენ ბერგი 149 და 150, დაახლოებით 15 სინათლის წელია. დედამიწიდან 650 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ზვიგენი, ეთიოპიის მეფის სახელის მქონე ცეფევსის (ცეფეიდები) თანავარსკვლავედში მდებარეობს (ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.