ზამთრის ცის ამ შთამბეჭდავ გამოსახულებაზე ცნობილ ობიქტთაგან რომელი შეგიძლიათ ამოიცნოთ? ცაზე ორიონის წელის ვარსკვლავები(ალნიტაკი, ალნილამი, მინტაკა), ორიონის ნისლეული, ვარსკვლავური გროვა პლეადები, კაშკაშა ბეტელგეიზე და რიგელი, ნისლეული კალიფორნია, ბარნარდის რკალი და ლოვჯოის კომეტა ელვარებს. ორიონის წელის ვარსკვლავები თითქმის ვერტიკალურად განლაგებულან ჰორიზონტსა და სურათის ცენტრს შორის, ხოლო წელის ქვედა ვარსკვლავი ნისლეულ ალშია ჩაძირული. ამ სამი ვარსკვლავიდან მარცხნივ ბარნარდის რკალია, მის იქეთ კი ნარინჯისფერი ვარსკვლავი ბეტელგეიზე. წელიდან მარჯვნივ ორიონის მრავალფეროვანი ნისლეული და კაშკაშა ცისფერი ვარსკვლავი რიგელი ჩანს. ცისფერ ვარსკვლავთა გროვა ცენტრს ზემოთ – პლეადები, მისგან მარცხნივ – ნისლეული კალიფორნია. ელვარე ნარინჯისფერი წერტილი სურათის ცენტრზე – ვარსკვლავი ალდებარანი, მისგან მარჯვნივ, გრძელკუდა მწვანე ობიექტი – ლოვჯოის კომეტა.
ლოვჯოი ზამთრის ცაზე
Posted by