ჩატარებული კვლევით ხდება დემონსტრირება იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ მზის სისტემის კლდოვანი პლანეტები შორეული კოსმოსიდან. ასეთ მანძილებზე ეკზოპლანეტებს მკრთალი ლაქების გარეგნობა აქვთ. თუმცა, კვლევიდან გამომდინარე, სინათლის იმ მცირე რაოდენობასაც კი, რომელიც ჩვენამდე აღწევს, ძალიან ბევრი რამ შეუძლია გვითხრას ამ პლანეტების ზედაპირების შესახებ, თუ, რა თქამა უნდა, ზუსტად ვიცით რას ვეძებთ.
დედამიწის ზედაპირის კვლევამ გვიჩვენა, რომ ოკეანეები, კონტინენტები და ყინულოვანი ქუდები განსხვავებული რაოდენობის სინათლეს აირეკლავენ. მოდელირების მიხედვით, უმნიშვნელო მანძილებიდან, დამკვირვებელს შეუძლია ზედაპირული წყალი, მიწა და ყინული გაარჩიოს.
ახალ კვლევებში დედამიწის, მარსისა და გალიელის თანამგზავრების მსგავსი მყარი ობიექტებიც არიან შეყვანილი, რითაც შედარებისთვის საჭირო მონაცემთა რაოდენობა იზრდება.
„ჩვენ, დედამიწისმაგავრი პლანეტების ზედაპირების შესწავლას ვაპირებთ და ამ მიზნით დედამიწის დამზერად სიგნატურას ვსწავლობთ. ცნობილი ეკზოპალნეტების შესახებ არსებული ინფორმაციის სწორი ინტერპრეტირებისთვის, ჩვენი პლანეტისგან განსხვავებული ობიექტების დამზერადი თვისებების განსაკუთრებულობაც უნდა ვიცოდეთ“ – ამბობს იუკა ფუძი ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან(Astrobiology).
დღეისათვის 2000-მდე ეკზოპლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ბევრი არაფერი ვიცით მათზე, უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ მასა და ზომა. ეკზოპლანეტები ძალიან შორს მდებარეობენ, ჩვენი ინსტრუმენტების მგრძონობელობა კი ძალიან მცირეა ისეთი მნიშვნელოვანი თავისებურებების დასადგენად, როგორებიცაა ფერი, ზედაპირის თვისებები და ღრუბლიანი საფარი.
ფუძის მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ უფრო შორს მიდის, ის, შესასწავლი ობიექტების გამოსახულებათა პირდაპირ დამზერას გულისხმობს. რაშია განსხავება: პირდაპირი გამოსახულების სინათლე თვითონ ამ ობიექტიდან აიღება, არა დამაბრმავებელი ვარსკვლავური შუქიდან შედარების საფუძველზე მისი გამოყოფით. ზუსტად ასევე ვსწავლობთ მზის სისტემის პლანეტებს: პირდაპირი მზერით. ასეთი მეთოდით ორ ათულზე ცოტა რაოდენობის ეკზოპლანეტაა შესწავლილი. ამ ტექნიკის პოტენციური უპირატესობა იმაშია, რომ მისი საშუალებით პატარა ზომების კლდოვანი პლანეტების ზედაპირთა განსაკუთრებულობების გარჩევაა შესაძლებელი, ანუ იმ ადგილების განსაზღვრაც, სადაც სიცოცხლე შეიძლება ჩასახულიყო.
ამ ამოცანას ისეთი საუკეთესო ტელესკოპებიც კი ვერ უმკლავდებიან, როგორებიცაა „ჰაბლი“ და „სპიცერი“. იმედები მომავალი თაობის ტელესკოპებზეა. ასეთი კლვლევისათვის საჭირო ინსტრუმენტები ჯეიმს უების ორბიტალურ ტელესკოპზეც იქნება, ის 2018 წელს გავა ორბიტაზე, ასევე ზოგიერთ „30 მეტრიანი“ კლასის ტელესკოპებზეც მიწაზე(ყველაზე დიდი ტელესკოპი ჩილეში აშენდება).
მომავალში ჩასატარებელი კვლევებისთვის ფუნდამენტის ჩასაყრელად, ფუძი, მზის სისტემის პლანეტებს შორეულ ნისლოვან ეკზოპლანეტებად წარმოადგენს. კოლეგებთან ერთად მან, მერკურიზე, მთვარეზე, მარსსა და გალილეისეული ოთხი თანამგზავრის(იო, ევროპა, ჰანიმედე და კალისტო) შესახებ არსებული მონაცემები შეაგროვა(სიცოცხლისათვის თავსებადი ეკზომთვარეები).
იმის გამო, რომ ეს ობიექტები შედარებით ახლოს მდებარეობენ, მათი ზედაპირების საფუძველზე დეტალური რუკა გაკეთდა, რომელიც ათასობით პიქსელიგან შედგება. ეკზოპალნეტები, თუმცა, სიშორის გამო, მხოლოდ ერთ პიქსელს დაიკავებენ – ე.წ. „წერტილოვანი წყარო“. მზის სისტემის პლანეტათა ერთ პიქსელში გამოსახვისთვის, ფუძიმ, უამრავი პიქსელების საშაულო საერთო ფერი(ელვარება) ერთ პიქსელამდე დაიყვანა. ყინული, მაგალითად, მეტ სინათლეს ირეკლავს, ვიდრე მიწა, ამიტომ მისი ფერი უფრო კაშკაშა იქნება(სიცოცხლის ყველა ფერი).
ბრუნვასთან ერთად, ამ ერთი პიქსელის ელვარება დროში შეიცვლება, თუ ეკზოპლანეტის ზედაპირიც იცვლება. მაგალითად, როცა დედამიწა დამკვირვებლისკენ წყნარი ოკეანეთია მიბრუნებული, პლანეტის საერთო სიკაშკაშე მეტი იქნება, ვიდრე გიგანტურ აზიურ ხმელეთზე დამზერისას.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელსაც მკვლევარებმა გვერდი აუარეს, არის ატმოსფეროს არ არსებობა არჩეულ პლანეტებზე. გაზების არსებობამ, განსაკუთრებით კი ღრუბლების, პირდაპირი დამზერა ძალიან ძნელ ან გადაულახავ პრობლემად შეიძლება აქციონ. მაგალითად, ვენერასა და ტიტანის სქელი ატმოსფეროები. დედამიწის შემთხვევაში, ატმოსფეროს მიუხედავად, ზედაპირის განსაკუთრებულობები, კონტინენტები, ოკეანეები და ყინულოვანი საფარი, სინათლის წლების ტოლი მანძილებიდანაც ადვილი შესამჩნევია.
ეკზოპლანეტების ზედაპირთა პირდაპირ ვიზუალიზაციას, რა თქმა უნდა, წინ ირიბი შეფასება მოჰყვება, ოროვე მეთოდიკის გაერთიანებით კი შესაძლებელი გახდება ვიმსჯელოთ, შესაძლებელია თუ არა ამ ობიექტზე სიცოცხლის არსებობა. ფუძის აზრით, კვლევის პირველი ობიექტები ე.წ. ზედედამიწები იქნებიან – დედამიწაზე ორჯერ მეტი ზომისა და მასის პლანეტები. მათი აღმოჩენა და კვლევა უფრო ადვილი იქნება.
„სამწუხაროა, რომ ზედედამიწების ანალოგები მზის სისტემაში არ არიან, დასაწყისისთვის ჩვენ, მათ თვისებებს შევისწავლიდით. ამჯერად, აუცილებელია კლასთა დასრულებული სურათის შექმნა, რათა ვიცოდეთ, როგორ ავარჩიოთ ობიექტები მომავალი კვლევებისთვის“(არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ძალიან ძნელი საქმეა; როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს)