”ცნობისმოყვარეობამ”(Curiosity) ბურღის საშუალებით აღებულ ნიმუშებში ჰემატიტის კვალი აღმოაჩინა, რითაც ”მარსის ორბიტული მზვერავიდან”(MRO – მარსის ორბიტალური მზვერავები) გადმოცემული მონაცემების სისწორე დაამტკიცა. ჰემატიტი, რკინის ოქსიდით მდიდარი მინერალი, მარსმავლის დაჯდომის ადგილის შერჩევამდე, 2010 წელს MRO-ზე არსებული სპექტრომეტრის – CRISM(1)-ის საშაულებით აღმოაჩნეს.
ჰემატიტი მაშინ ფორმირდება, როცა სხვა მინერალი – მაგნეტიტი, ნოტიო და ჟანგბადის შემცველი ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედებისათვის ხელმისაწვდომ პირობებში ხვდება. ქანების ნიმუშები, რომლებიც მინილაბორატორია CheMin-მა შეისწავლა, სხვა მინერალებთან ერთად ჰემატიტისა და მაგნეტიტის ნარევს შეიცავდა, ოლივინთან(ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ) ერთად. ნაწილობრივი დაჟანგვის მდგომარეობაში მყოფი მინერალები და მათი შემცველი ქანების სიღრმული მდებარეობა მეცნიერებს საშუალებას აძლევთ დაადგინონ, როდის დაიწყო მარსზე გარემო პირობების კარდინალური ცვლილებები.
ანალიზისთვის ბოლოს აღებული ნიმუშების ”ამობურღვა” მოხდა ადგილზე სახელად – ”Confidence Hills”(სანდო გორაკები), რომელიც მთა შარფის(პირველი ფერადი პანორამა ”ცნობისმოყვარესგან”) მთისწინეთში(Aeolis Mons) მდებარეობს, რეგიონი Pahrump Hills(ფარამპას გორაკები). ფხვნილად ქცეული ქანების ნიმუში ლაბორატორია CheMin-ს გადაეცა, სადაც მისი შემადგენელი საკმაოდ მაღალი სიზუსტის მომცემი, დიფრაქციული(დიფრაქცია) რენტგენოგრაფიით იქნა დადგენილი(”ცნობისმოყვარეობა” – ყველაზე მაგარი მანქანა).
აღსანიშნავია, რომ მისიის პირველი წელი მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” მუშაობდა ადგილზე სახელად Yelloknife Bay, რომელიც სავარაუდოდ, დამშრალი მარსული ტბის ფსკერი იყო(დინგოს გავლისას…). აქ და Confidence Hills-ში აღებულ ნიმუშებს განსხვავებული შემადგენელი აქვს, რაც ერთ დროს არსებულ, გასხნავევბულ გარემო პირობებზე მეტყველებს, ასე არც თუ ისე შორს მდებარე რეგიონებს შორის.
მარსულ ქანებში ჰემატიტის აღმოჩნას ძალინ დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ წარსულში მარსი ნოტიო და თბილი იყო, წყალი კი საკმაოდ გავრცელებული მოვლენა. ყველაფერი ეს კი იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, ირიბად, რომ იქ ერთ დროს მიკრობიოლოგიური სიცოცხლეც ყვაოდა(ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…; მარსმავლები).