პირველი ფერადი პანორამა ”ცნობისმოყვარეობა”-სგან

 წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახალახანს მარსზე დაეშვით და თვალი გაახილეთ – რას დაინახავდით? თუ თქვენ მარსმავალიცნობისმოყვარეობა” ხართ, მაშინ ხრეშით დაფარულ უცნაურ ადგილს დაინახავთ, ხოლო მოშორებით დიდ მთას. თქვენ 150 კილომეტრიანი გეილის კრატერის კიდეზე დაეშვით, ხოლო მთა შარფი ჰორიზონტზე – ეს კრატერის ცენტრში არსებული მაღლობია. თქვენ – ავტომობილის ზომის მარსმავალი ხართ, ექვსი ბორბლითა და ლაზერით, იწყებთ კვლევათა 2 წელზე გათვლილ პროგრამას, რომელშიც შარფზე ასვლა და ოდესღაც მარსზე არსებული სიცოხლის კვლების აღმოჩენაც შედის. ჯერჯერობით უძრავად ზიხართ, ყველა სისტემას ამოწმებთ და დედამიწიდან იღებთ გადასაადგილებლად საჭირო დეტალურ ინფორმაციას, რათა არ გადაყირავდეთ ან ქვიშაში არ გაიჭედოთ. თქვენი მოგზაურობა რამდენიმე დღეში დაიწყება. რას იპოვით? რა შეიძლება იყოს იქ?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *