მზიური ლაქა AR 2192

 ახლა მზის დისკოზე უაკანასკნელ წლებში დაფიქსირებულთა შორის მზიურ ლაქათა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი მიცურავს. მას აქტიური რეგიონი 2192 (AR 2192) შეარქვეს. მან უკვე მძლავრი მზიური ანთებაც წარმოქმნა და კიდევ შეიძლება გაიმეოროს. წარმოდგენილ ვიდეორგოლზე, რომელიც ფოტოების მიმდევრობით არის შედგენილი, მზე ხილულსა(მზის ნამდვილი ფერები) და ულტრაიისფერ დიაპაზონებშია წარმოდგენილი(მბრუნავი მზე). ვიდეო გუშინ გაკეთდა, მასზე მზის სიცოცხლის 48 საათიანი მონაკვეთია ნაჩვენები. AR 2192, მზის ბრუნვასთან ერთად მოძრაობს, იუპიტერის ზომის ლაქა მაგნიტური ველის უზარმაზარი ენერგიის ხარჯზე ნაპერწკლებს ყრის(მზიურ ანთებათა მაგნიტური ბუნება). მზიურმა აქტიურობამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში პოლარულ ნათებათა შთამბეჭდავი მიმდევრობა გამოიწვია. მაღალი ენერგიების ნაწილაკები AR 2192-დან ასეთ ნათებას მომდევნო კვირაში გამოიწვევენ. ხვალ მზეს კიდევ უფრო უჩვეულო სახე ექნება, ოღონდ სხვა მიზეზის გამო: ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ნაწილზე დაისის დროს, მზის ნაწილობრივი დაბნელების დამზერა იქნება შესაძლებელი(მზე).

httpv://www.youtube.com/watch?v=J19vi8UPKck
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=FrVJvGCgN58
გიგანტური მზიური ლაქა(1) და ამ ლაქაზე მომხდარი ანთება(2)(მზის გვირგვინის მაღალი ტემპერატურის გამოცანა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.