მზის გვირგვინის მაღალი ტემპერატურის გამოცანა

 მზის გვირგვინში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურების გამოცანის პირველი ექსპერიმენტული ახსნა: ”ნანოანთებების თეორიას” აპარატი EUNIS-ი ადასტურებს(nasa.gov).

 უკვე დიდი ხანია ასტროფიზიკოსები პრობლემის გადაწყვეტას ცდილობენ, რომელიც მზის გარე ატმოსფეროში(გვირგვინი) მიმავალ პროცესებს უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ მზის გვირგვინის ტემპერატურა, დამზერებიდან გამომდინარე, მზის ზედაპირის(ფოტოსფერო) ტემპერატურაზე 300-ჯერ მაღალია. ეს კი თერნოდინამიკაზე არსებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება – ტემპერატურა მით უფრო დაბალია, რაც უფრო შორს ვართ სითბოს წყაროდან, თუმცა მზის ატმოსფეროში ყველაფერი პირიქითაა(მაგნიტური დარტყმები: სიცივიდან სიცხეში).

 ერთ-ერთი წამყვანი თეორია, რომელიც ამ მოვლენის ახსნას ცდილობს, ნანოანთების თეორიაა – ხანმოკლე და უმნიშვნელო მასშტაბების ანთება გვირგვინში, 10 მილიონ გრადუსამდე ტემპერატურის გამოყოფით. მეცნიერთა აზრით, ასეთი ანთებები, მიუხედავად იმისა, რომ მალე უნდა გაცივდნენ, გვირგვინის ტემპერატურულ დინამიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, აცხელებენ რა მას დამზერად 1- 3 მილიონ გრადუსამდე(შედარებისთვის, ფოტოსფეროს(ხილული ზედაპირის) ტემპერატურა ”სულ რაღაც” 6 000 გრადუსია). თუმცა, აქამდე ვერცერთი ნანოანთება ვერ იქნა დაფიქსირებული.

eunis kameraEUNIS(NASA).

 სპექტროგრაფისEUNIS, დახმარებით, რომელიც ნასამ გასული წლის აპრილში გეოფიზიკური რაკეტით გაუშვა, ასეთი ნანოანთება იქნა რეგისტრირებული. აღმოჩენა კიდევ უფრო უჩვეულო იმითაა, რომ EUNIS-მა დედამიწის მახლობელ სივრცეში მხოლოდ 15 წუთი დაჰყო, დაკვირვება კი მხოლოდ 6 წუთი გრძედლებოდა, რის მერეც რაკეტა ისევ დედამიწაზე დაეშვა.

 ამ 6 წუთის განმავლობაში, სანამ სპექტროგრაფის სენსორები მზის ერთ-ერთი აქტიური რეგიონისკენ იყო მიმართული, აპარატმა მზის გვირგვინში დახლოებით 10 მილიონი გრადუსი დააფიქსირა, რაც ნანოანთების თეორიულ ტემპერატურას ემთხვევა.

 ახლა, როცა ნანოანთების არსებობა დამტკიცებულია, მეცნიერთა წინაშე კიდევ უფრო რთული ამოცანა დგება – რა იწვევს ასეთი უზარმაზარი ტემპერატურის მქონე ანთებების გაჩენას(მზე).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Hg5tla7s-ys

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.