ელექტროშედუღების ნათება თუ ქვიშიანი ქარიშხალის გავლით მოდის ჩვენამდე, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს ვხედავთ: დეტალები არ ჩანს, ნათება ქვიშის მარცვლებში იძირება, მოკლედ, ასეთი ნათების ჭეშმარიტი ბუნების დადგენა ძალიან ძნელი იქნება(Scientific American)…
გალაქტიკის ცენტრისთვისაც იგივე სიტუაციაა. ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი გამოსხივება გაზურ-მტვროვან ღრუბლებს გადის, მის დასანახავად, სადაც უამრავი საინტერესო ობიექტია, უახლოესი ზემასიური შავი ხვრელის(ზშხ) ჩათვლით, ძალიან დიდი ზომის ტელესკოპია საჭირო, სასურველია – დედამიწის ზომის.
ტელესკოპის ზომა აქ პირველხარისხოვანია. „რადიოასტრონის“ პროექტით, რომელმაც ფაქტიურად 220 ათასი კილომეტრის ზომის ტელესკოპი შექმნა, დადგინდა, რომ ჩვენი წარმოდგენები შავი ხვრელების ახლო გარემოს ნათობის შესახებ არა მართებულია, ხოლო მათ გარშემო მიმავალი პროცესები კი ჯერ კიდევ დაუზუსტებელი. ჩვეულებრივი რადიოტელესკოპების ათეულობით და ასეულობით მეტრი არასაკმარისია(არესიბო).
ხვრელების შესწავლის მიზნით, პროექტი „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი“ რეალიზდება(Event Horizon Telescope), რომელიც დედამიწის ყველაზე დიდი ტელეკოპების გაერთიანებისკენ არის მოწოდებული. შვიდი წლით ადრე სამი სხვადასხვა კომპლექსი მშვილდოსანი А*(ირმის ნახტომის ზშხ)-ს შესასწავლად გაერთიანდა, სწორედ მაშინ მოხერხდა ამ ობიექტის გაცილებით მკაფიო გამოსახულების მიღება, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი. ახალი პროექტი, რომელიც 2015 წელს განხორციელდება, გაცილებით მეტ რადიოტელესკოპს გააერთიანებს, პლანეტის ზომების საერთო მასშტაბით, რაც ძვირადღირებული კოსმოსური ტელესკოპის ორბიტაზე გაყვანასაც გამორიცხავს.
რადიოტელესკოპების გასაერთიანებლად რადიოინტერფერომეტრიის ტექნიკა გამოიყენება, ზეგრძელი ბაზით. ერთი ობიექტის საკვლევად სხვადასხვა მიმღებების გამოყენების პრინციპი საკმაოდ მარტივია, ნებისმიერი ტალღის ბუნება მას ეფუძნება. თუ ორი ტალღის ფაზა ერთმანეთს ემთხვევა(თუ პიკები პიკებთანაა ხოლო ვარდნილები ვარდნილებთან), მაშინ ისინი იკრიბება, უფრო ძლიერი ტალღის გაჩენით. „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი“(მჰტ) რადიოტალღების ამ განსაკუთრებულობას გამოიყენებს: მისი დიფრაქციული ზღვარი მიღებული ტალღის სიგრძით გამოიხატება, გაყოფილი ტელესკოპის მთლიან ფართობზე(ანუ სხვადახვა კონტინენტზე მდებარე ტელესკოპების გაერთიანებაზე). შედეგად, ასტრონომთათვის საინტერესო ტალღაზე – 1,3 მილიმეტრი, კუთხური გარჩევადობის შესაძლებლობა კუთხური წამის 25 მემილიონედს აღწევს, რაც ყველაზე უფრო მახვილი მხედველობის ადამიანის თვალზე მილიონჯერ უკეთესია.
როგორც პროექტის კოორდინატორები აღნიშნავენ, შეპარდ დოლემანის ხელმძღვანელობით მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან(ა.შ.შ.), მჰტ-ს შესაძლებლობებით რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ამოცანის ამოხსნა მოხერხდება. მშვილდოსანი А*-ს გარემოს გარდა, ის დაგვეხმარება გავარკვიოთ, აქვთ თუ არა შავ ხვრელებს „თმები“.
თუ შხ-ს „თმები“ აქვს, მაშინ ის ან შეკუმშული იქნება(მარცხნივ), ან გაფართოებული(მარჯვნივ). თუ „თმები“ არ არის, მაშინ შუა ვარიანტი გვექნება.
თეორიის მიხედვით, „თმების არ არსებობის შესახებ“, შხ-ს არ უნდა ჰქონდეს გარე მახასიათებლები – მასის, იმპულსის მომენტისა და მუხტის გარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას არც განსაზღვრული რადიუსი აქვს, ანუ ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია მატერიის შესახებ, რომელიც შხ-ში ვარდება, სამუდამოდ დაიკარგება. თეორიულად, ფიზიკური ველების უმრავლესობისთვის თეორემა დამტკიცებულია. თუმცა ხვრელის მიდამოების მკაფიოდ დათვალიერების შესაძლებლობის გარეშე ვერ ვიტყვით, რომ პრაქტიკულადაც იგივე სიტუაციაა. თუ თეორემა ირღვევა და შხ-სა და გარემოს შორის რაიმე სხვა კავშირებიც არსებობს, რაიმე გარე მახასიათებლები, მაშინ ასეთი სხეულების ბუნება და მათი როლი სამყაროს განვითარებაში მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება იმისგან, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. როგორ „გადავუსვათ“ შავ ხვრელს თავზე ხელი, რათა მის „ვარცხნილობაზე“ წარმოდგენა შევიქმნათ?
ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან გამომდინარეობს, რომ შხ-ს აქვს „ჩრდილი“, შემოსაზღვრული ფოტონების ელვარე რკალით, სადაც ხვრელის გრავიტაცია სივრცის ძლიერ დეფორმაციას იწვევს. თუ ხვრელებს „თმები“ აქვთ(ანუ დამატებითი მახასიათებლები და გარემოსთან კავშირი), ჩრდილი ან გაწელილი იქნება, ან გაბრტყელებული. სწორედ ამ დეფორმაციის დანახვა უნდა მოხერხდეს „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპით“. შესაბამისად, თუ „ჩრდილს“ სწორი ფორმა აქვს, შავი ხვრელი „მელოტი“ გამოდის.
როგორც არ უნდა იყოს, ცეცხლოვან კედელთან(შავი ხვრელების საიდუმლო; ჰოკინგი ხვრელების ბუნებამ დააეჭვა) დაკავშირებით ახლახანს დაწყებული ცხარე დისკუსიიდან გამომდინარე, მჰტ-ს, მშვილდოსანი А*-ს „ვარცხნილობის“ გარდა კიდევ ბევრი საინტერესო რამ შეიძლება აღმოუჩინოს…