ჰოკინგი ხვრელების ბუნებამ დააეჭვა

 ფიზიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, უკეთეს შემთხვევაში უცნაურის რეპუტაციას იძენენ, ან უფრო უარესის. აი სტივენ ჰოკინგისთვის კი ყველაფერი შეიძლება(Nature News)

 თავის ახალ ნაშრომში ფიზიკოსი ე.წ. ”მოვლენათა ჰორიზონტის” კონცეფციის შეცვლის აუცილებლობის შესახებ აცხადებს. სწორედ ამ ჰორიზონტს იქეთ მოხვედრის მერე, ვერ გამოდის უკან ვერაფერი, მათ შორის გამოსხივებაც, რაც თავის მხრივ ისეთ პარადოქსებს აჩენს, როგრიც, მაგალითად, ინფორმაციის დაკარგვა და ”ცეცხლოვანი კედლების” მსგავსი რამეებია(შავი ხვრელი ყველასათვის გასაგებ ენაზე).

 ჰოკინგი ”მოჩვენებითი ჰორიზონტის” კონცეფციას გვთავაზობს – რბილსა და უკბილანოს ფიზიკური თვალსაზრისით, მოძველებული რკინის ფარდის სანაცვლოდ, რასაც, იდეაში, ”მოვლენათა ჰორიზონტი” წარმოადგენდა. ”მოჩვენებითი ჰორიზონტი” მატერია-ენერგიას შავ ხვრელში მხოლოდ დროებით აკავებს, შემდგეგ მაინც უკან უშვებს, თუმცა ოდნავ შესწორებული სახით.

 ”კლასიკური თეორიის მიხედვით შავ ხვრელს თავს ვერ დააღწევ, ხოლო კვანტური თეორია ენერგიასა და ინფორმაციას ამ ადგილიდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს” – განმარტავს ჰოკინგი. რა თქმა უნდა, რადგან კვანტური თეორიისა და გრავიტაციულის გაერთიანება ვერ ხერხდება, ამ საკითხთან ”სწორედ მოქცევის მანერა ჯერ კიდევ უცნობი რჩება” დასძენს ფიზიკოსი.

 აჰმედ ალმჰეირი, ჯო პოლჩინსკი და მათი კოლეგები რამდენიმე წლის წინათ დაინტერესდნენ, რა მოუვა სინამდვილეში ობიექტს, რომელიც მოვლენათა ჰორიზონტს იქეთ მოხვდა.

 თუ კვანტური მექანიკის კანონებს გავითვალისწინებთ, რომლებიც მცირე მანძილებზე ნაწილაკების ქცევას განსაზღვრავენ, მაშინ ობიექტის ტრადიციული, შედარებით უსაფრთხო ვარდნა ჰორიზონტს იქეთ, მკვეთრად შეიცვლება. კერძოდ: მოვლენათა ჰორიზონტის საზღვარი ენერგიით ისეთ დონემდე უნდა იყოს გაჯერებული, რომ იქ შემავალი სხეული განადგურდება(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).

 ეს ყველაფერი საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურება. გამოდის, რომ, კვანტური მექანიკის კანონების დაცვით, შავ ხვრელს ფარდობითობის ზოგადი თეორია(ფზთ) სრულიად არ ”აინტერესებს”. ფზთ-ს მიხედვით, სიტუაცია ხვრელზე ვადრნილი და გალაქტიკათშორის სივრცეში მოძრავი ობიექტებისთვის სუბიექტურად არ უნდა განხვავდებოდეს, პირობითი ასტრონავტისთვის, ფზთ-ს სტილში მოვლენათა ჰორიზონტის გავლა(ყოველ შემთხვევაში დიდი შავი ხვრელებისთვის(მოვლენათა ჰორიზონტის ზომა M87-ში)) რაიმეთი გამორჩული არ უნდა იყოს.

 ჰოკინგი ამბობს, ნუ შევეხებით კვანტურ მექანიკას და ფზთ-საც პატივი ვცეთ, უბრალოდ წარმოვიდგინოთ: შავ ხვრელს მისკენ მოძრავი ობიექტების გამნადგურებელი ჰორიზონტი არ გააჩნია. კვანტური ეფექტები, თვლის იგი, ხვრელის მახლობელ გარემოში ისეთ მძლავრ ფლუქტუაციებს იწვევენ, რომ რაიმე მკვეთრი საზღვარი ზედაპირისა, რომლის მერეც ”ყველაფერი მთავრდება”, უბრალოდ არ არსებობს.

 ასეთ ადგილს ის, ”მოჩვენებით ჰორიზონტს” უწოდებს, ზედაპირს, რომლის გასწვრის სინათლის სხივები, რომლებიც ხვრელიდან გამოსვლას ცდილობენ, ”დაეკიდებიან”: 300 000 კმ/წმ. სიჩქარით იმდენად სწრაფად მოძრავ ”დოლურზე” ირბენენ, რომ სხივები, ”ზესირბილის” მიუხედავად, ძლივს გაჩედრებიან ადგილზე. სიტუაცია ჩვეულებრივი ჰორიზონტის იდენტურია, თუმცა არის დროებითი, მატერიის შეკავების ამ დროის ხანგრძლივობაზე ჰოკინგი არაფერს ამბობს.

 ჰოკინგი გამორიცხავს, რომ მოვლენათა ჰორიზონტი არის ადგილი, საიდანაც სინათლის სხივი ვეღარასოდეს გამოვა. თუ ჰორიზონტი არ არის, მაშინ ვერც შავი ხვრელი იარსებებს?! ჰოკინგი ამასთან დაკავშირებით ახალ განსაზღვრბას გვთავაზობს – ”გრავიტაციული ველის მეტასტაბილური დაკავშირებული მდგომარეობები”.

 რა არის აქ კარგი? ცეცხლოვანი კედლის დაშლა მოვახერხეთ, რაც უკვე პლიუსია. ეს, ”ცეცხლოვანი კედლის” პარადოქსის ახსნის ერთადერთი ვარიანტია, დასძენს მეცნიერი, ინვარიანტულობის, ფუნდამენტურ სიმეტრიის ფიზიკის კანონებში, მუხტის, სისწორისა და დროის ერთდროული ინვერსიის გათვალისწინებით

 ამ მედალს ”მოვლენათა ჰორიზონტზე გამარჯვებისთვის” სხვა მხარეც აქვს. თუ მოჩვენებითი ჰორიზონტი ისეთ მცირე ზომებს მიიღებს, როცა გრავიტაციული(მაკროსამყარო) და კვანტური მექანიკის(მიკროსამყარო) კანონები ერთდროულად იმუშავებენ, მაშინ ”მოჩვენებითი ჰორიზონტიც” გაქრება, ხოლო ყველაფერი ის, რაც ხვრელმა თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში გადაყლაპა, ისევ სამყაროს გამოეცხადება. არა პირვალნდელი სახით(ხშირ შემთხვევაში სრულ ამოუცნობლობამდე), თუმცა მილიარდობით წლების განმავლობაში დამალული ობიექტების ასეთი სახით გამოცხადებაც საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა.

 უფრო მეტიც, თუ ჰოკინგი მართალია, შავი ხვრელების შიგნით არც სინგულარობა უნდა იყოს. თავისი პლიუსი ამასაც აქვს, რამე თუ სინგულარობა მაინცდამაინც ადვილად გასაგები მცნება ვერ არის. მატერია მუდმივად ხვრელის ცენტრისკენ იმოძრავებს, ოღონდ ვერასოდეს მიაღწევს მას და არც მთლიანად განადგურდება. შესაბამისად, ინფორმაციაც, რომელსაც ეს მატერია შეიცავს, არ განადგურდება, არამედ ისეთ დონემდე დამახინჯდება, რომ ისევ გარემოში მოხვედრის მერე, მაგალითად, ჰოკინგის გამოსხივებით(ჰოკინგის თანაავტორი ხვრელების აფეთქების შესაძლებლობაში დაეჭვდა), დამკვირვებლისთვის მისი ხვრელამდელი სახის აღდგენა შეუძლებელი იქნება.

 ჰოკინგი ასეთ ამოცანს ამინდის წინასწარმეტყველებას ადარებს: თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად კი ძალიან ძნელი, ზუსტი გამოცნობით მომდევნო რამდენიმე დღისთვის.

xvrelidan rentgeni

 როგორც არ უნდა იყოს, ისეთი არსებებისთვის, როგორებიც ჩვენ ვართ, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შავი ხვრელის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით უკიდურესად მცირეა, სიტუაცია თითქმის არ შეიცვლება, მოჩვენებითი ჰორიზონტის გაქრობას არც უნდა ველოდოთ.

 აღსანიშნავია, რომ ჯო პოლჩინსკი, თავიდანვე პარადოქსული ”ცეცხლოვანი კედლის” ერთ-ერთი ავტორი, ჰოკინგის იდეების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. შავი ხვრელის არსებობა ”მარადიული” მოვლენათა ჰორიზონტის გარეშე, მისთვის წამროუდგენელია.

 ჰოკინგისეული გადაწყვეტა თვით ავადმყოფობაზე(ცეცხლოვან კედელზე) უარეს წამლად შეიძლება გადაიქცეს. იდეა იმის შესახებ, რომ არ არსებობს ისეთი წერტილი, რომლიდანაც თქვენ უკან დაუბრუნებლობა გარანტირებული გექნებათ, კიდევ უფრო რადიკალური და პრობლემტურია, ვიდრე ცეცხლოვანი კედლების არსებობა” – თვლის რაფაელ ბუოსო, პოლჩინსკის ყოფილი სტუდენტი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.