გალაქტიკურ გროვებს მასის შენარჩუნებაში დაეხმარნენ

 სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტი, რომლის გამოც გალაქტიკურმა დაჯგუფებება კინაღამ რადიკალური შემცირება განიცადეს, ახალი კვლევის მიხედვით, არაზუსტად არის ინტერპრეტირებული(Nature News).

 ანია ფონ დერ ლინდენი, სტენფორდის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) ასტროფიზიკოსი, გამოიყენა რა ტელესკოპები ”სუბარუ” და ”კანადა-საფრანგეთი-ჰავაი”, დაასკვნა, რომ ”პლანკის” მონაცემები გალაქტიკურ გროვებში მასის დანაკლისის შესახებ, ინფორმაციის არაზუსტი ინტერპრეტაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელიც ამ კოსმოსურმა ობსერვატორიამ გადმოსცა.


გალაქტიკური გროვები სამყაროსეულ დრო-სივრცეში გავრცელებული მატერიის თავმოყრის ტალღის ქიმებად შეიძლება წარმოვიდგინოთ(NASA, ESA, M. Postman, CLASH Team.).

 დიდი აფეთქებიდან მალევე, მატერიის სიმკვრივეში, სივრცეში მისი განაწილებისას, კვანტური ბუნების ფლუქტუაციებმა არაერთგვაროვნებების წარმოქმნა გამოიწვიეს. დღეს ამ არაერთგვაროვნებებს გალაქტიკური გროვების სახით ვხედავთ(ერთ-ერთ მათგანში კი ვცხოვრობთ). ყოველ მათგანში, გრავიტაციის ძალებით დაკავშირებული, ასობით და ათასობით გალაქტიკა შედის(პრემია ბნელი მატერიისგან).

 თუმცა, მონაცემთა შედარებით თანამედროვე გროვებსა და ადრეულ სამყაროში მატერიის განაწილების ფლუქტუაციებს შორის, მეცნიერებმა, გამოიყენეს რა ”პლანკის” მონაცემები რელიქტური გამოსხივების ანიზოტროპიაზე(არაერთგვაროვნებაზე), დაასკვნეს, რომ კლასტერები უფრო ძლიერად არიან შეკავშირებულნი, ვიდრე ეს, ადრეული სამყაროს სურათიდან გამომდინარეობს. გამოდიოდა, რომ გალაქტიკური გროვების მასების 40%-ს, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავებს, რატომღაც ვერ ვხედავთ(ადრეული სამყარო; პროექტი FastSound-ი: ადრეული სამყაროს 3D რუქა).

 ფონ დერ ლინდენმა ზემოთ ხსენებული ტელესკოპებით 22 გალაქტიკური გროვა გამოიკვლია, რომლებსაც ”პლანკი” უყურებდა. გაირკვა, რომ გროვას საშუალო მასა დაახლოებით კვადრილიონი მზის, ან 1 000 ირმის ნახტომის მასის ტოლფასია. ეს კი ”პლანკით” მიღებულ მონაცემზე 43%-ით მეტია, ხოლო ასეთი სხვაობა ახსნას მოითხოვს.

 მეცნიერის აზრით, განსხვავება იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ”პლანკის” შეფასებათა ინტერპრეტირება სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტის გათვალისწინებით ხდებოდა, რომელიც თანამედროვე ასტრონომიაში გალაქტიკური გროვების პარამეტრთა დასადგენი სტანდარტული მეთოდია.

 რაზეა საუბარი? როცა რელიქტური გამოსხივება გალაქტიკურ გროვებში გადის, ის გავარვარებული გაზების შემადგენლობაში არსებულ ელექტონებს ეჯახება, რითაც ამ ფოტონების ენერგია შეიძლება გაიზარდოს. ფოტონის მიერ ენერგიის გაზრდის ფაქტი ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა, გალაქტიკური გროვას საერთო ზემოქმედების ანალიზით მასში გავლილ რელიქტურ გამოსხივებაზე, გროვას ყველა გალაქტიკის მასების დათვლაა შესაძლებელი.

gravilinzireba
მარცხნივ – მასის დადგენა სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტით; მარჯვნივ – სუსტი გრავილინზირებით.

 ანი ფონ დერ ლინდენის ჯგუფი სხვაგვარად მიუდგა პრობლემას: მათ გრავიტაციული ლინზირების(რეკორდულად შორეული გრავიტაციული ლინზა) მეთოდი გამოიყენეს, რომელიც გროვათა მასების დათვლის საიმედო ხერხს წარმოადგენს. რელიქტური გამოსხივების სურათსა და გალაქტიკური გროვების მასათა შორის დამოკიდებულებაში არანაირი წინააღმდეგობები არ აღმოჩნდა, უბრალოდ, რატომღაც, სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტია არც თუ ისე ზუსტი.

 ამავე დროს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტი არა მარტო გალაქტიკური გროვების მასების, არამედ მათი ზომების დასადგენადაც გამოიყენება და მეთოდურად შედარებით კარგად შემოწმებულად ითვლება. განხვავება, როგორც ჩანს, იმითაა გამოწვეული, რომ რელიქტურ გამოსხივებასა და ცხელ გაზებს შორის ურთიერთმქედებაზე არსებული წარმოდგენა გადასამოწმებელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.