მზის მაგნიტური პოლუსების ცვლილება, მთელს მზის სისტემაში ტალღასავით ვრცელდება (NASA Science). მზე, მაგნიტური ველის პოლარობას 11 წელიწადში ერთხელ იცვლის, მზიური ციკლის პიკზე. მგანიტური ველი სუსტდება, რათა ახალი პოლარულობით აღდგეს.
მზის მაგნიტური პოლუსების გადართვა, პირდაპირი გაგებით, მსხვილმასშტაბური მოვლენაა. მისი მაგნიტური ველი პლუტონის (ჯუჯა პლანტები) ორბიტას შორდება, საზღვრებამდე, სადაც ახლახანს „ვოიაჯერ-1“-მა მიაღწია.
განიხილავენ რა მეცნიერები მზის მაგნიტური ველის „გადატრიალებას“, მათ საუბარში ტერმინი – „დენური ძალით“, ხშირად ფიგურირებს. ეს რთული ზედაპირია, გამდინარე მზის ეკვატორიდან, რომლის გასწვრივაც ელექტრონები მოძრაობენ, აჩქარებულნი ჩვენი მნათობის მბრუნავი მაგნიტური ველით. დენის სიმკვრივე მცირეა (ერთი ათმემილიარდედი ამპერი კვადრატულ მეტრზე), თუმცა ასეთი ძალით მილიარდობით კილომეტრებზე ვრცელდება. მზის მაგნიტური პოლუსების გადართვამდე დენური ფენა სულ უფრო „ტალღური“ ხდება (რატომ არის მზის ქარი ასე ჩქარი?). დედამიწა, მოძრაობს რა მზის გარშემო, ამ „ტალღებში“ ყვინთავს, რომელთაც საკმაოდ ცუდი კოსმოსური ამინდი შეუძლია შექმნაა. დენური ფენის ფორმა კოსმოსურ სხივებზეც ზემოქმედებს: ტალღური ველი საუკეთესო დამცავი ფარია (მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი) და მაღალი ენერგიის ნაწილაკებს გადახრის, რომლებიც მზის სისტემის ფარგლებში შემოსვლას ცდილობენ.
გადატრიალება მზეზე
Posted by