რატომ არის მზის ქარი ასე ჩქარი?

 ნასას ძველი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, როგორც ჩანს, მოხერხდა საიდუმლოს ამოხსნა, რომელზეც მეცნიერებს პასუხი არ ჰქონდათ: რა აცხელებს და აჩქარებს მზიურ ქარს?

 მზიური ქარი – ეს იონიზირებული ნაწილაკების ნაკადია(ძირითადათ ჰელიუმ-წყალბდის პლაზმის, უფრო მძიმე ელემენტების მცირე ჩანართებით), რომელიც მზის ატმოსფროს ზედა ფენებიდან მოედინება.

 ლოგიკას ეწინაღმდეგება ის ფაქტი, რომ მზიური ქარი არა მარტო მუხრუჭდება, არამედ პირიქით, მზის გვირგვინის გავლის მერე, სამჯერ ჩქარდება – კოსმოსურ სივრცეში ის  300-1200 კმ/წმ. სიჩქარით გაედინება.

 რა აჩქარებს მას? ამ კითხვაზე პასუხს მეცნიერები ათეულობით წელიწადი ეძებდნენ.

 სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში ჩატარებული დაკვირვებებით, რომელსაც გერმანულ-ესპანური აპრატების წყვილი(”ჰელიოსი”) ახდენდნენ, ამ აჩქარების ახსნის საქმეში პირველ ჰიპოთეზას ჩაეყარა საფუძველი. მათ შორისაა – არასტაბილური პლაზმა, მაგნიტოჰიდროდინამიური ტალღები და ტურბულენტური გაცხელება. მიზეზის დაზუსტება, თუმცა, ნასას ყველაზე უფრო ძველი ზონდიდან – Wind-იდან მიღებული მონაცემებით მოხერხდა.

 ჰარვარდ-სმიტსონისეული ასტროფიზიკის ცენტრის თანამშრომლის ჯასთინ კასპერის განცხადებით, მზიური ქარის აჩქარების მიზეზი ე.წ. იონური ციკლოტრონული ტალღებია.

 ”ისინი მზის მაგნიტური ველის გარშემო ტალღისმაგვარ რიტმში მბრუნავი პროტონებისგან შედგებიან” – იუწყება ნასა.

 თავდაპირველად ფილ აიზენბერგის(ნიუჰემპშირის უნივერსიტეტი), ასევე ვიტალი გალინსკისა და ვალენტინ შევჩენკოს(კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი სანდიეგოში) მიერ შემოთავაზებული თეორიის თანახმად, მზის მიერ გამოშვებული ციკლოტრონული ტალღები, მზიურ ქარში გადიან, გაზებს მილიონ გრადუსამდე აცხელებენ და მილიონიბით კილომეტრი საათში სიჩქარემდე აჩქარებენ მას.

 Wind-მა ამ ციკლოტრონული ტალღების არსებობა დაამტკიცა, ყოველ შემთხვევაში მისი ხილვადობის ზონაში მაინც.

 აჩქარებისა და გაცხელების გარდა, როგორც ჯასთინ კასპერი აღნიშნავს, ეს ტალღები, როგორც ჩანს, მზიური ქარების სხვა უცნაურობებზეც არიან პასუხისმგებელნი. კერძოდ, სწორედ მათ გამოა რომ მძიმე ელემენტები უფრო სწარაფად მოძრაობენ, ვიდრე მსუბუქები.

 ზემოთ ხსენებული თეორია ამას ხსნის: მძიმე იონები უფრო კარგად რეზონირებენ იონურ ციკლოტრონულ ტალღებთან და იმიტომაც იღებენ მეტ ენერგიასა და სითბოს.

 2018 წელს ნასა მზისკენ ზონდის გაგზავნას გეგმავს – Solar Probe Plus, რომელიც ჩვენს მნათობს 7 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიახლოვდება(მას ამ დროს 14000 C ტემპერატურზე მოუწევს ფუნქციონირება). ზონდი პლაზმასა და მაგნიტურ ველს ზუსტად იმ ადგილში გამოიკვლევს, საიდანაც უშუალოდ ქარი იწყებს მოძრაობას. ამასთან ერთად მეცნიერები ახალი აპარატის საშუალებით ციკლოტრონული ტალღების თეორიის მართებულობასაც გადაამოწმებენ(მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.