”ჰაბლის” დახმარებით, ასტრონომებმა შორეული ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი ეგზოპლანეტის ჭეშმარიტი ფერი დაადგინეს. მისი ლაჟვარდისფერი ძალიან ჰგავს დედამიწის ფერს(Hubble).
HD 189733 A b-სა და ჩვენს პლანეტას შორის მსგავსება ამით მთავრდება. შორეული მუქი-ცისფერი წერტილი – უზარმაზარი გაზის გიგანტია, რომლის ორბიტა ძალიან ახლოსაა დედა ვარსკვლავთან. მის ატმოსფეროში, რომელიც 1000°С-მდეა გაცხელებული, შუშის ნალექები მოდის და უსწრაფესი ქარები ქრის – 7000 კმ/სთ(ქარიანი გზები დედამიწაზე).
ეს ბობოქარი ტურბულენტური მიკროსამყარო, დედამიწიდან 63 სინათლის წლის მანძილზე, ერთ-ერთია მათ შორის, რომელთა აღმოჩენა ტრანზიტული მეთოდით არის შესაძლებელი (როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).
პლანეტის ფერის გასაგებად ასტრონომებმა მისი ალბედო (სინათლის არეკვლის უნარი) გაზომეს, სპექტრის სხვადასხვა ნაწილში, სპექტროგრაფ STIS-ის საშუალებით. მოხდა მონაცემთა შედარება, მიღებული პლანეტის გავლისას ვარსკვკლავის წინ და უკან. როცა პლანეტა ვარსკვლავს იქეთ ხვდება მისი სინათლე ბლოკირდება, მთლიანი სისტემის სინათლე კი ცისფერ ნაწილში მცირდა, თუმცა უცვლელი რჩება დანარჩენ ფერებში. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტა კარგად ირეკლავს ცისფერს, ხოლო დანარჩენებს ნაკლებად. მეცნიერთა ვარაუდით, პლანეტის ფერი მისი ატმოსფეროს სილიკატური ნაწილაკებით გაჯერებით არის განპირობებული.
პლანეტა HD 189733 A b ”ცხელი იუპიტერების” (იუპიტერი) კლასს მიეკუთვნება. ამ მასიურ პლანეტებს მზის სისტემის გაზის გიგანტების მსგავსი ზომები აქვს, თუმცა ძალინ ახლოს მდებარეობენ თავიანთ ვარსკვლავებთან, რაც ეგზოპლანეტებზე მონადირე ასტრონომთათვის ადვილად მოსაპოვებელ ნადავლად აქცევს მათ (ვენერაზე ქარები გაძლიერდა; მონსტრი ქარიშხალი სატურნზე).