როგორ დავინახოთ შავი ხვრელი?

 შავი ხვრელები უხილავები არიან, მათი დეტალურად დანახვა ძალიან ძნელია.  რადგან დიდი ზომის ხვრელები ჩვენგან ძალიან შორს არიან(უახლოესი შავი ხვრელი და შეჯახება პირველად ხვრელთან), მაგრამ ასტრონომები ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობენ, რომელთა საშუალებით რაც შეიძლება მკვეთრი და ახლო გამოსახულების მიღება იქნება შესაძლებელი, როგორის დაფიქსირებაც მეცნიერებმა  ჯერ ვერც ერთი ტელესკოპით ვერ შეძლეს. ჩვენთან ყველაზე ახლოს არსებული ზემასიური შავი ხვრელი ირმის ნახტომი ცენტრში მდებარეობს, 26 000 სინათლის წლის მანძილზე(ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა). მეცნიერები სწორედ მასზე დაიწყებენ მუშაობას, ისინი ქმნიან საკმაოდ ამბიციურ საერთაშორსო პროექტს, რომლის მეშვეობით შავი ხვრელის ყველაზე უფრო დეტალური გამოსახულების მიღებას გეგმავენ, ისინი პირველ დაკვირვებებს დედამიწაზე არსებული ყველა დიდი ტელესკოპით დაიწყებენ – ა.შ.შ, ჩილე(დიდი ტელესკოპების ერა), საფრანგეთი(IRAM), გრენლანდია, მექსიკა, სამხრეთ პოლუსი. თუ ასტრონომებმა მართლაც შეძლეს ამ პროექტის განხორციელება, მაშინ გვექნება შესაძლებლობა გავიგოთ სინამდვილეში რა ხდება შავი ხვრელის გარშემო. დედამიწიდან ჩვენი გალაქტიკის ცენრში მდებარე მონსტრის დანახვა იგივეა, როგორც დედამიწიდან დანახული გრეიფრუტი მთვარეზე. იმისათვის, რომ მთვარეზე გრეიფრუტის დანახვა შევძლოთ, ანუ ჩვენი პლანეტიდან შავი მონსტრის გადაღება, ამისათვის უნდა აიგოს ისეთი ტელესკოპი, რომელიც შეძლებს დაინახოს ხვრელიდან წამოსული შუქი და გაზის ღრუბლების მიუხედავად დეტალური და სუფთა გამოსახულება დააფიქსიროს. შავ ხვრელზე ვარდნილი გაზი ასხივებს, გამოსხივებას ახალი ტელესკოპი გადაიღებს და დაწვრილებით ინფორმაციას ასტრონომებს მიაწვდის. თუ მეცნიერები მიზანს მიაღწევენ, ერთ-ერთ უმთავრეს კითხვას გასცემენ პასუხს – აქვს თუ არა შავ ხვრელს მოვლენათა ჰორიზონტი და თუ ეს ნამდვილად დამტკიცდება, მაშინ მეცნიერები შეეცდებიან მისი ჩრდილები და ბნელი მხარეები დაინახონ(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ; გაურკვევლობა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში; როგორი იქნება შავი ხვრელი ფოტოზე?)…
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.