რამდენად დიდია ჩვენი სამყარო? ეს კითხვა, სხვათა შორის, ორმა წამყვანმა ასტრონომმა 1920 წელს განიხილა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც დიდი ასტრონომიული დებატები (სამყაროს ზომა). მაშინ, ბევრი ასტრონომი თვლიდა, რომ სამყარო, მხოლოდ ჩვენი გალაქტიკით, ირმის ნახტომით შემოიფარგლებოდა. თუმცა, ბევრს სჯეროდა, რომ ჩვენი გალაქტიკა ერთ-ერთი იყო მრავალიდან. დიდ დებატებში თითოეული არგუმენტი დეტალურად იყო აღწერილი, მაგრამ კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული. პასუხი კი სამი წლის შემდეგ მოვიდა, როდესაც ანდრომედას ნისლეულში ერთი ლაქის ვარიაცია აღმოაჩინეს, როგორც ეს ნაჩვენებია ორიგინალურ მინის ფირფიტაზე, რომელიც აქ ციფრული სახით არის წარმოდგენილი. ედვინ ჰაბლმა სურათები შეადარა და შენიშნა, რომ ლაქა იცვლებოდა და 1923 წლის 6 ოქტომბერს, ფირფიტაზე გამოსახული N (new star) გადახაზა და იქვე მიაწერა – “VAR!” (variable). ჰაბლი მიხვდა, რომ ეს ლაქა ცვალებადი ვარსკვლავის გამოსახულება იყო. ანუ, ანდორმედას გალატიკა გალაქტიკაა (M31), შესაძლოა ჩვენის მსგავსიც. 100 წლის წინ ანოტირებული ეს გამოსახულება სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მასზე გამოსახულმა ცვალებადმა ლაქამ (ცეფეიდები – ასტრონომების კოსმოსური შუქურები), ფანჯარა გაგვიღო, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობამ წარმოუდგენლად დიდი კოსმოსი დაინახა (ჰაბლის დაძაბულობა…; ჰაბლის კანონი).
ედვინ ჰაბლის აღმოჩენილი სამყარო…
Posted by