მონსტრი ქარიშხალი სატურნზე

 სანახაობრივად შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც ნასას კოსმოსურმა ტელესკოპმა „კასინიმ“ დააფიქსირა, საკმაოდ დეტალურად გვიჩვენებს მონსტრი ქარიშხალის ბობოქრობას სატურნზე.

ვარსკვალური წყვილი გრავიტაციულ ტალღებს უშვებს

 პულსარი და თეთრი ჯუჯა ერთმანეთს სპირალური ტრაექტორიით უახლოვდებიან – ფარდობითობის ზოგად თეორიასთნ სრულ შესაბამისობაში, რაც გრავიტაციის ზოგიერთი ალტერნატიული თეორიების სათვალავიდან ამოგდების საშუალებას იძლევა(Nature News).

წვიმა რგოლებიდან: ზოლებიანი სატურნი

 სატურნის რგოლებიდან დამუხტული წყლის წვეთების ”წვიმები” მოდის, რაც პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენების შემადგენელზე და ტემპერატურაზე მოქმედებს(W. M. Keck Observatory).

მტვრის დისკო სუბგიგანტის გარშემო

 ასტრონომებმა, რომლებიც ”ჰერშელიდან” მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ სუბგიგანტი ვარსკვლავის გარშემო არსებული მტვროვანი დისკოს გამოსახულება გამოაქვეყნეს(ESA).

ნასას ბიუჯეტის გარღვევა პლნეტარულ მეცნიერებაზე ცუდად აისახება

 კრიტიკოსების აზრით, ნასას 2014 წლის ბიუჯეტის შემცირებას ცუდი შედეგები ექნება, შესაძლებელია გაუქმდეს იუპიტერის ყინულოვანი მთვარის – ევროპას საკვლევი მისია, სადაც მეცნიერები სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ.

შემოდგომა ტიტანზე

 კოსმოსურმა აპარატმა ”კასინი”-მ ტიტანის სამხრეთ პოლუსზე წარმოქმნილი ღრუბელი პირველად გადაიღო. ეს მოვლენა სეზონების ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებზე მეტყველებს(NASA).