მეცნიერები ორი ვარსკვლავის ორბიტაზე არსებული მესამე ობიექტის სტატუსის განსაზღვრას ცდილობენ.

ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
მეცნიერები ორი ვარსკვლავის ორბიტაზე არსებული მესამე ობიექტის სტატუსის განსაზღვრას ცდილობენ.
სამყაროში, შეიძლება, გაცილებით მეტი ანტინეიტრინოა, ვიდრე ჩვეულებრივი ნეიტრინო.
მეცნიერთა განცხადებით მზე 2013 ში რამდენჯერმე შეგვახსენებს თავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მისი აქტიურობის პიკია. ჩვენი ვარსკვლავი საკვირველად მშვიდი იყო 2011 წლის შემდეგ, თუმცა ხანდახან საოცრად გაბრაზებულიც გვინახავს, ამ 11 წლიანი ციკლის მანძილზე მზემ თავის მაქსიმუმს უკვე მიაღწია.
მეცნიერთა განცხადებით, ცეცხლოვანი ბურთი, რომელმაც შტატების თავზე 22 მარტს შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყო, დაახლოებით 0.9 მეტრის ზომისა იყო.
თქვენ, ალბათ, გადაგიტანიათ უსიამოვნო შეგრძნება, როცა მანქანა, რომელშიც ზიხართ, მკვეთრ მოსახვევში შედის. გეჩვენებათ, რომ სადაც არის მანქანიდან გადმოვარდებით. თუ ნიუტონის კანონებს გავიხსენებთ, გამოდის, რომ რადგან მანქანის კარებზე მიეკარით, ესეიგი თქვენზე რაღაცა ძალამ იმოქმედა. მას ჩვეულებრივ „ცენტრიდანულ ძალას“ უწოდებენ. სწორედ ცენტრიდანული ძალის გამოა, რომ მოსახვევში შესვლისას ლამის სუნთქვა შეგვეკრას, როცა ეს ძალა მანქანის ძარაზე გვაკრავს(centrum(ცენტრი) და fugus(სირბილი),1689 წელს შემოიღო ისააკ ნიუტონმა).
მტვრის კოსმოსური ღრუბლები ირმის ნახტომის მეზობელი ჯუჯა გალაქტიკის პორტრეტს ფარავენ.
1961 წლის 5 მაისს ნასა, უკვე მეორედ, პირველი წარუმატებელი მცდელობის მერე, ადამიანის კოსმოსში გაშვებას ცდილობდა. პირდაპირმა ტრანსლიაციამ მილიონობით ამერიკელი მაყურებელი ეკრანებს მიაჯაჭვა. დღის გმირი ასტრონავტი ალან შეპარდი იყო. სხვადასხვა ტექნიკური პრობლემების გამო ხომალდის გაშვება ფერხდებოდა, ფრენა 15 წუთი უნდა გაგრძელებულიყო, შეპარდი კი სკაფანდრ Freedom 7-ში უკვე მეოთხე საათი იწვა და სასტიკად უნდოდა ფისი
.
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ სამყაროს ყველაზე უფრო დეტალური რუკა წარმოადგინა. ის შედგენილია მონაცემების მიხედვით, რომლებიც ამავე სააგენტოს ორბიტალურმა ტელესკომა ”პლანკმა” მიიღო და უკვე გააჩინა ახალი თეორიები სამყაროს ასაკზე, შემადგენელზე და მის მომავალზე.
როგორები არიან სამყაროს ყველაზე ხნიერი ვარსკვლავები? მაგალითად, ცნობილი HD140283, რომელსაც მეცნიერები უძველესებს აკუთვნებენ. მისი ხანგრძლივი ვარსკვლავური სიცოცხლე ”ჰაბლმაც” დაადასტურა. სამყაროს უძველესი ვარსკვლავი ნაპოვნია: ახლა ასტროფიზიკოსები მის ვარსკვლავურ ბიოგრაფიას იკვლევენ…