მკვლევართა დასკვნები მოდელირებას ეყრდნობა, რომლის მხიედვითაც გაზური გიგანტების ორბიტათა რადიუსები მცირდება. თავის ვარსკვლავთან მიახლოებასთან ერთად, ეკზოპლანეტის ტემპერატურა ძალიან იზრდება, რის გამოც ის თავის გაზურ საფარს ჰკარგავს, რომელიც ძირითადათ აქროლადი წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. შედეგად, ნეპტუნის ზომის პლანეტისგან რკინა-სილიკატური მკვრივი ბირთვიღა რჩება, დედამიწისაზე ოდნავ მეტი რადიუსით. ასეთი ანომალურად ზემკვრივი სუპერმიწების აღმოჩენა ორბიტალური ”კეპლერით” ხდება.
მოდელირების შედეგების თანახმად, გაზური გიგანტის აორთქლება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად ხდება ეს პროცესი. თუ ეს მილიარდობით წელი გრძელდება, გიგანტის ბირთვი რელაქსირებასა და კლდოვანი პლანეტებისთვის დამახასიათებელ სიმკვრივეს იბრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ხდება, ბირთვი, ფორმირებული რამდენიმე მილიონი ატმოსფროს ქვეშ, ასეთივე კომპაქტური რჩება(ეკზოპლანეტები; ზემკვრივი გიგანტი; ვარსკვლავი თავის პლანეტას რენტგენის სხივებით წვავს; ყველაზე ცხელი პლანეტა; ზემკვრივი ეკზოპლანეტა; როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას).