მიკროკვაზარებმა გალაქტიკის მკლავების გზები გამოაჩინეს

 ევროპელმა ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის მკლავები, მასიური რენტგენული ორმაგი ვარსკვლავების საშუალებით გამოიკვლიეს(ESA).

 ასტროფიზიკოსებმა 13 ორმაგი ვარსკვლავური სისტემის მოძრაობა გამოიკვლიეს, რაც მათში ზეახლების აფეთქებით იქნა პროვოცირებული. ოთხმა სისტემამ, რომელთა შემადგენლობაშიც ვარსკვლავი-ზეგიგანტიც არის, 45 მილიონი წლის განმავლობაში 325 სინათლის წლის მანძილი დაფარა. ცხრა სისტემამ Be კლასის ვარსკვლავებით 51 მილიონი წლის განმავლობაში 360 სინათლის წლით წაინაცვლა. რენტგენული ორმაგი ვარსკვლავები ხშირ შემთხვევაში ირმის ნახტომის მკლავებში ახალი ვარსკვლავების გაჩენის ადგილებთან მდებარეობენ, რის გამოც ზემოთ მოყვანილი ციფრებით ჩვენი გალაქტიკის ისტორიული სახის აღდგენა არის შესაძლებელი.

 მასიური რენტგენული ორმაგი ვარსკვლავები(ე.წ. მიკროკვაზარები) კომპაქტური ობიექტის(ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი) და მასიური ვარსკვლავისგან(Be კლასის ან ზეგიგანტი)  შედგებიან. ზეგიგანტი და ნეიტრონული ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ, ნეიტრონული ვარსკვლავი ზეგიგანტიდან გაზს თავისკენ გადმოქაჩავს, რის გამოც მის გარშემო აკრეციული დისკო წარმოიქმნება.

 კვლევის დროს სულ 200-ზე მეტი ასეთი სისტემა იქნა აღმოჩენილი, რამაც მათი კატალოგი ხუთჯერ გაზარდა. მიკროკვაზარები კოსმოსური ობსერვატორიაინტეგრალის“ საშუალებით გამოიკვლიეს. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ეს ტელესკოპი 2002 წელს ორბიტაზე რენტგენის და გამა-გამოსხივების წყაროების მოსაძებნად გაიყვანა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *