გაფართოებადი სამყარო საკმაოდ არაერთგვაროვანია: ზოგან ცარიელია, ზოგან კი არც ისე.
სწორედ იქ, სადაც არა უბრალოდ გიგანტური, არამედ წარმოუდგენლად დიდი სამყაროსეული სიცარიელეებია, ე.წ. ვოიდები, განსაკუთრებულად საინტერესო ეფექტები შეიძლება დაფიქსირდეს. კოსმოლოგების მტკიცებით, ვოიდებს ცალკეული მნათობების სინათლის გაძლიერება შეუძლიათ.
ვოიდები ხილულ ობიექტებს არ შეიცავენ – გალაქტიკებსა და ვარსკვლავებს, რომლებიც ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში ასხივებენ. აღსანიშნავია, რომ სამყარო რენტგენისა და გამა-დიაპაზონშიც წერტილოვან-არაერთგვაროვანია. ვოიდები ერთმანეთთან მანათობელი მატერიით(ფილამენტები) არიან დაკავშირებულნი. ინტუიცია გვკარნახობს, რომ ცალკეული ობიექტების დამზერაზე ეს სიცარიელეები ზეგავლენას ვერ მოახდენენ. თუმცა მეცნიერთა ლოგიკური სქემა გვარწმუნებს, რომ სიცარიელეთა არაჩვეულებრივი თვისებები რეალობაა, ამ თვისებების ახსნა კი წარმოუდგენლად მარტივი და სარწმუნო.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ექვსი სპეციალისტისაგან შედგება, ქრის კლარქსონის მეთაურობით(კეიპთაუნის უნივერსიტეტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), სამყაროესულ სიცარიელეებზე საკუთარი თვალთახედვა წარმოადგინა. დაკვირვებებიდან ცნობილია, რომ ვოიდებს კოლოსალური მოცულობები გააჩნიათ – 11-დან 150 მეგაპარსეკამდე(36-500 მილიონამდე სინ. წელი). ამ დრომდე ითვლებოდა, რომ მათ უკან მდებარე ვარსკვლავებისა და კვაზარებისს სინათლეზე ისინი გავლენას ვერ ახდენენ, როცა მათზე დაკვირვებები დედამიწიდან ხდება.
ასევე კარგადაა ცნობილი გრავიტაციული ლინზირების მოვლენა: თუ დედამიწასა და გალაქტიკას შორის ზემასიური ობიექტი მდებარეობს, მაშინ გალაქტიკიდან გამოსხივებული სინათლე ამ ობიექტის კოლოსალური გრავიტაციით გადაიხრება.
აღმოჩნდა, რომ ფონური ობიექტების შუქში დამახასიათებელი გამრუდებების შეტანა ვოიდებსაც შეუძლიათ. ამ სიცარიელეების ფორმისაგან დამოუკიდებლად, უკან მდებარე ობიექტების გამოსხივება იცვლება, როგორც ქრის კლარქსონისა და მისი კოლეგების ნაშრომშია ნაჩვენები.
გრავიტაციული ლინზირების დროს შორეული ობიექტების სინათლის გაძლიერებაა შესაძლებელი. ასეთი ლინზირება ზემასიური ობიექტის შემთხვევააში ხდება, როცა ის მახლობლად მოძრავი ელექტრომაგნიტური გამსოხივების ფოტონებს გადახრის. თუ უზარმაზარი მასის მქონე გრავიტაციის წყარო არ არის, მაშინ არც ლინზირება უნდა მოხდეს.
ნამუშევრის ავტორების მიერ წარმოდგენილი ”ანტილინზირება” ადვილად აიხსნება. აშკარაა, რომ სამყაროს დამზერადი და აჩქარებული გაფართოება მხოლოდ გრავიტაციით უნდა ფერხდებოდეს – მასიური სხეულების მიზიდულობის ძალით – ვარსკვლავები, გალაქტიკები და მათი გროვები. მატერიის ერთგვაროვანი განაწილება სამყაროს ერთგვაროვან გაფართოებას გამოიწვევდა. უვარსკვლავო სიცარიელეში კი გრავიტაციული ძალა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ამიტომ ეს სიცარიელეები გაფართოებისა და მოცულობების ზრდის რეკორდსმენები არიან! მატერიით შევსებული რეგიონები კი შედარებით ნელა ფართოვდებიან.
ახლა, ზემოთხსენებული, ვოიდებში გამავალ სინათლეზე გამოვიყენოთ. ვარსკვლავები და გალქტიკები, ვოიდის, დამკვირვებელთან ახლო მხარეზე, დედამიწისკენ წაინაცვლებენ, ხოლო სიცარიელის ბუშტის შორეულ საზღვარზე დამკვირვებელს შორდებიან – ვოიდები ხომ უფრო სწრაფად ფართოვდებიან, ვიდრე შემომფარგლავი გარემო. ანუ, ახლო საზღვართან ვარსკვლავების შუქი სპექტრის ცისფერ ნაწილში წაინაცვლებს, ხოლო შორეულ საზღვართან – წითელში(წითელი წანაცვლება).
”ანტილინზირების” მოვლენის არსებობის იდეა საძირკვლების ტქტონიკურ რყევას ჰგავს, რადგან შორეულ ობიექტებამდე მანძილები ხომ წითელი წანაცვლებით დგინდება და ობიექტამდე მანძილის დადგენის ყველაზე საიმედო საშუალებად ითვლება.
ნათელი ხდება, რომ ანტილინზირების ეფექტს მანძილებისა და შესამაბისად ამ ობიექტთა ასაკის შეცდომით განსაზღვრა შეუძლია გამოიწვიოს. ავტორების თქმით:”ჩვენ მანძილებს არასწორედ ვანგარიშობთ – ვთვლით, რომ ისინი უფრო შორს არიან, ვიდრე სინამდვილეშია”. ვარსკვლავებისა და სხვა ობიექტების ნათობის დადგენისას ასტრონომებს მიღებულ მონაცემებში შესწორებები შეაქვთ. ამ დროს ვარსკვკლავის საწყისი ნათობის შეფასება, მდებარეობს რა ის ათეული მილიარდი სინათლის წლის იქეთ, მის რეალურ ნათობაზე გადაჭარბებული აღმოჩნდება.
მწვანედ გალაქტიკების გროვებია წარმოდგენილი(ე.წ. ფილამენტები), მათ შორის კი ბნელი ვოიდები.
საგრძნობ ცვლილებებს ადრეული სამყაროს ობიექტებთან დაკავშირებით არ უნდა ველოდოთ. თუმცა თუ ერთი ვოიდი გარკვეული დისტანციით, ზუსტად მეროეს უკანაა, ორივეს უკან მდებარე ობიექტებამდე მანძილების მონაცემებში მნიშვნელოვანი ცდომილებები აუცილბლად იქნება.
ამით საკითხი ამოწურული არაა. ანტილინზირების ეფექტის ანალიზის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ვოიდების არსებობა მათში ხილული მატერიის არარსებობითაა პოსტულირებული. თუ მათში შეუმჩნეველი გაზები ან ყოვლიმომცველი ჰიპითეტური ბნელი ენერგიაა? ჯერჯერობით, ფაქტიური ანტილინზირებადი ეფექტი საკმაოდ მიახლოებით შეიძლება იქნეს შეფასებული.
მიუხედავად ამისა, ანტილინზირების ფაქტის აღმოჩენა, შორეული გალქტიკების ასაკისა და მანძილების დადგენის სიზუსტეს აამაღლებს. ახალი კვლევის ავტორთა ძალისხმევა ნამდვილად დასაფასებელია, ანტილინზირების აღმოჩენა კოსმოლოგიური პარამეტრების კიდევ უფრო ზუსტი განსაზღვრისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.