მიწის სინჯების აღებასთან ერთად „ცნობისმოყვარე“ აქეთ-იქეთ „გახედვასაც“ ახერხებს და შთამბეჭდავ ფოტოებსაც იღებს. ამჯერად „ცნობისმოყვარე“ მეცნიერების მიერ „აღთქმულ მიწად“ წოდებული ადგილის ხედებს გვთავაზობს. აქ უნდა მოეფინოს ნათელი მარსთან დაკაშირებულ ბევრ კითხვას.
თვე: ოქტომბერი 2012

ბრიტანელი მეცნიერები მოგვიწოდებენ უცხოპლანეტელებთან შესახვედრად მოვემზადოთ
საინფრმაციო საშუალებებში, ბრიტანეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გამოქვეყნდა. მსოფლიო უცხო ცივილიზაციასთან შესახვედრად უნდა მოემზადოს, რომლებიც კოსმოსში მრავლად არიან.

პიცა მთვარეზე
უცნობია რამდენი კლიენტი ეყოლება „დომინოს“ პიცერიათა ქსელს მთვარეზე, თუმცა პროექტის ღირებულება უკვე დათვლილია – დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი.

მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ
გარემო ყოველთვის რადიოტალღბითაა სავსე, რომლებიც რადიო და ტელესადგურებიდან, კოსმოსიდან და სხვა წყაროებიდან გამოსხივდებიან. ამ ტალღების გამო მეტალის სხეულები მუდმივად ვიბრირებენ. ეს ვიბრაცია ძალიან სუსტია და მისი გაგონება მანამდე არ შეგვიძლია, სანამ ის ხმოვან ტალღებს არ წარმოქმნის, სწორედ ეს ხდება, როცა ჩვენ რადიომიმღებს ვრთავთ.

შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები
გალაქტიკა NGC 2623 – ეს სინამდვილეში ორი გალატიკაა, რომლებიც ერთმანეთს უერთდებიან.
ანომალური ამინდი ურანზე
აი ასე გამოიყურება ურანი: სქელი, მოძრავი ატმოსფერო, სადაც ქარების სიჩქარეები 900 კმ/სთ. აღწევენ. ასეთი უმძლავრესი ქარიშხლები დედამიწაზე რომ ამოვარდნილიყვნენ, მთლიან კონტინენტებს გაანადგურებდნენ. ტემპერატურა კი -220 გრადუსია ცელსიუსით.

ყველაზე კომპაქტური სისტემა და უახლოესი ვარსკვლავის პლანეტა
კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთა ორბიტაზე მომუშავე კეპლერის სახელობის ტელესკოპმა, რომელიც ეკზოპლანეტების ძებნაზეა სპეციალიზირებული(ScienceNOW).

უცნაური გალაქტიკა
ჯემინის ასტრონომული ობსერვატორიის მეცნიერებმა, გალაქტიკური პოლარული რგოლის იშვიათი ფოტო გააკეთეს(ჯემინი. ფოტო მაღალი გარჩევადობით).
ელვარე დუეტი
ასტრონომებმა ორმაგი სისტემა გამოიკვლიეს, რომლის ორივე მნათობი სამყაროს ყველაზე ელვარე და მასიურ ტიპს მიეკუთვნება(NASA).