პიცა მთვარეზე

 აქედან 7,3 მილიარდი სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებაზე დაიხარჯება. ამ ყველაფერს 15 რაკეტა მატარებელი დასჭირდება, რათა ამხელა ტვირთის მთვარეზე გადატანა მოხერხდეს. პიცერიის შენობის გეგმა, რომელიც გუმბათის ფორმის იქნება, იაპონურმა სამშენებლო კომპანია „მაედა კორპმა“ დააპროექტა. გუმბათის დიამეტრი დაახლოებით 26 მეტრია. რა თქმა უნდა პიცერიას თავისი პერსონალი ეყოლება. მისი სტუმრები კი თვითონ არქიტექტორები და შემთხვევით მთვარეზე გამვლელი უცხოპლანეტელები თუ იქნებიან.

 პიცერიათა ქსელი 1960 წელს დაარსდა. დღეს კი 60 ქვეყანაში 9000 მეტი სავაჭრო წერტილი აქვს. ასე ხუმრობენ ალბათ იაპონელები, ყოველ შემთხვევაში ოცნებას კაცი არ მოუკლავს, იქნებ ერთ დღეს მთვარეზეც მივირთვათ პიცა, ან შევუკვეთოთ, იქაურ პიცას სულ სხვა გემო ექნება.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.