მომავალში მეტეორის ჩამოვარდნის შანსის შესაფასებლად წარსულში გახედვაა საჭირო. თუმცა, არც ეს ამოცანაა ადვილი, რადგან კრატერების განაწილების სიმჭიდროვე და ზომები, შემორჩენილი ძველი დროიდან, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სიჩქარე, ზომა, ტრაექტორია – გეოლოგიური პროცესები თვითონ ციურ სხეულზე: ეროზია, ტექტონიკური ძვრები და ახლი დარტყმები ძველ კრატერებზე. ყველაფერი ეს ძალიან ჩახლართულ სურათს იძლევა.
მიუხედავად ამისა, ამ საქმის გაკეთების მცდელობები მაინც ხდება. ასე მოიქცნენ პუერტო-რიკოში მომუშავე უილიამ ბრუკნერის ჯგუფის მეცნიერები. ისინი პრობლემას სხვა მხრიდან მიუდგნენ: მათ მოამზადეს მოდელი, რომლითაც დედამიწის მეტეორიტებთან შეჯახების სიხშირე უნდა განისაზღვროს და კვლევა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარეს.
ავტორები ასკვნიან, რომ ტუნგუსკის მეტეოროიდის მსგავს(10 მგტ. ტროტილურ ექვივალენტში) დარტყმებს დედამიწა ასწლეულში ერთხელ იღებს, ხოლო უფრო სუსტებს ყოველ 15 წელიწადში. მეცნიერთა თქმით, ეს ციფრები კარგად ეთანხმება ცნობილი კრატერების რაოდენობას, ასევე სხვა მკვლევარების მიერ მიღებულ შედეგებსაც.
ასეთი ზუსტი დამთხვევით აღფრთოვანებულებმა, ბრუკმანმა და მისმა კოლეგება იგივე მოდელი მარსისთვისაც გამოიყენეს – იქაური პირობების გათვალისწინებით, კეძოდ, ატმოსფეროს არ არსებობა და მთავარ ასტეროიდულ სარტყელთან სიახლოვე(მზის სისტემა). აღმოჩნდა, რომ წითელ პლანეტაზე საქმე გაცილებით უარესადაა – მეგატონური მასშტაბის კატასტროფები იქ, როგორც ჩანს, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ხდება.
მომავალში მარსის გრძელვადიანი კვლევის პროექტებისთვის, მით უმეთეს პლანეტის ათვისებისთვის, ეს ციფრები საკმაოდ მრისხანედ გამოიყურებიან. ყველა ხსენებულ პროექტს აქვს შანსი დამანგრეველი ზემოქმედების ზონაში მოხვედრისა. გაიშვიათებული ატმოსფერო მეტეორის ენერგიის მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ ახდენს, ამიტომ ერთნაირი პირობების შემთხვევაშიც მარსი უფრო საგრძნობ დარტყმას მიიღებდა, ვიდრე დედამიწა.
რა ხდება მარსზე უკვე მომუშავე ზონდების შემთხვევაში? ისინი ხომ უკვე არა ერთი წელია(8 წელი მარსზე) წითელ პლანეტს იკვლევენ? არც ერთ მათგანს მსგავსი კატარსტროფის არანაირი მტკიცებულება ან ნიშანი არ დაუფიქსირებია! ამაზე პასუხის გაცემას ავტორები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ბოლოს და ბოლოს, მარსის მომავალ კოლონიზატორებს ისედაც ბევრი სიძნელე და საფრთხე ელოდებათ, ასე რომ რაღც მეგატონური აფეთქება მათ ვერ შეაჩერებს.