კიდევ ერთი საშობაო გაშვება

 ის, ირმის ნახტომის საკვლევი მეხუთე და ფინალური მისიით, ჰელიუმით შევსებული უზარმაზარი საჰაერო ბურთის საშუალებით 36 კილომეტრის სიმაღლემდე ავიდა ცაში. ტელესკოპის სარკის დიამეტრი 2 მეტრია.

 BLAST-ის ძირითადი მისია იმაში მდგომარეობს, რომ გაირკვეს, რატომ იბადებიან ჩვნს გალაქტიკაში ასე ცოტა რაოდენობის ვარსკვლავები. წინა მისიების დროს ამ ტელესკოპმა ცივი მტვრისაგან შემდგარი რამდენიმე ძალიან სქელი ღრუბელი აღმოაჩინა.


 BLAST-ი 1800 კილოგრამს იწონის. სტრატოსფეროში ის 12-14 დღე გაჩერდება. ამ მომენტისთვის კომპანიის ინჟინრები, რომლებმაც ის ააგეს, კიდევ უფრი სწრულყოფილი 2,5 მეტრიანი ტელესკოპის პროექტზე მუშაობენ – SUPER-BLAST, მათ ნასასგან 5 მილიონიანი გრანტი მიიღეს. კომპანია ახალი ტელესკოპის გაშვებას 2016 წლისთვის ვარაუდობს. ის მეცნიერებს ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების შესწავლაში დაეხმარება. SUPER-BLAST-ი ატმოსფეროში მეტი ხნით შეძლებს მუშაობას, ვიდრე მისი წინამორბედი(ტელესკოპი; რადიოტელესკოპი).


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.