ტიტანზე ნავის გაგზავნა – აბსურდული ედეაა? ”შესაძლებელია” – აცხადებენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები და ინჟინრები, თან ამ გეგმი სრეალიზაციაზე აგრძელებენ მუშაობას.
ახალი მისია, სახელად TALISE, სატურნის ყველაზე დიდ თანამგზავრ ტიტანზე უჩვეულო აპარატის გაგზავნას გეგმავს, რომელიც ყველგანმავალიც იქნება და ნავიც.
ტიტანის ზედაპირზე გადასაადგილებლად გათვალისწინებულია ბორბლები, ხოლო ”საცურაოდ” ხრახნები.
სავარაუდოდ, ზონდის დაჯდომის ადგილი ტიტანის ყველაზე დიდი ტბა ლიგეი იქნება. ის სამხრეთ პულუსთან ახლოს მდებარეობს. დაშვების მერე აპარატი ნაპირისკენ გაცურდება, თან კვლევით სამუშაოებსაც ჩაატარებს.
პროგრამა TALISE-ს ერთ-ერთი წევრი ამბობს:”სხვა მისიებისგან განსხვავებით TALISE-ს ახალი ტიპის გადასაადილებელი სისტემა ექნება. მოძრაობის უნარი ტიტანის მყარი და თხევადი ნიმუშების ანალიზის საშუალება მოგვცემს”.
პლანეტარულ მეცნიერებათა ევროპულ კონგრესზე პრეზენტაციის დროს, რომელიც 2012 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა, TALISE-ს ჯგუფმა აღნიშნა, რომ ტიტანი უფრო მეტად ჰგავს პლანეტას, ვიდრე თანამგზავრს, თუ მის ატმოსფეროს, ზღვებს, ტბებსა და მდინარეებს მივიღებთ მხედველობაში. მისიის მთავარი მიზანი ტიტანის გარემოს შესწავლაა, მისი ქიმიური შემადგენელის დადგენა.
ნავის საბოლოო კონფიგურაცია ჯერჯერობით დამტკიცებული არაა, მაგალითად, მეცნიერები თხევად ნახშირბადულ ტბებში გადაადგილებისათვის საჭირო სხვა და სხვა ვარიანტებს განიხილავენ. მაგალითად, ბორბალ-ნიჩბებს, ხრახნს და გასაბერ ბორბლებს შეიძლება დაემატოს გასაბერი ხრახნი და ჰაერის ბალიში(ოკეანე ტიტანზე; ”ტროპიკული ტბა”; ატმოსფერო; წვიმა; ხმები; ”კასინი-ჰიუიგენსი”).